მთავარი მთავარი სასწაული მოხდა – ბიანკა ვანესა ანდრეეუსკუ აშშ-ს ღია პირველობის ახალი დედოფალია

სასწაული მოხდა – ბიანკა ვანესა ანდრეეუსკუ აშშ-ს ღია პირველობის ახალი დედოფალია

ავტორი კახა მიხანაშვილი
97 ნახვა

,,დიდი მუზარადის” ტურნირი აშშ-ს ღია პირველობა  19 წლის კანადელი ჩოგბურთელის ბიანკა ვანესა ანდრეეუსკუ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

ანდრეეუსკუმ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი დაამარცხა და კარიერაში ..დიდი მუზარადის” ტურნირი პირველად მოიგო.

ბიანკა ვანესა ანდრეეუსკუსა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის ფინალური დაპირისპირება 1 საათი და 41 წუთი გაგრძელდა.

კანადელმა მრისხანე მეტოქე 2-სეტში 6-3. 7-5 დაამარცხა და აშშ-ს ღია პირველობაზე მეშვიდედ გაჩემპიონების შანსი მოუსპო.

ანდრეესკუმ კი რომელმაც WTA-ს ტურნირებზე გამოსვლა, სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.

გზა ჩემპიონობამდე
ულიამსამდე ანდრეესკუმ საჩემპიონო გზიდან ამერიკელი კეიტ ვოლინეცი, ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი, დანიელი ლამაზმანი კაროლინ ვოზნიაცკი, მსაპინძელი ტეილორ ტოუნსენდი, ბელგიელი ელის მერტენსი და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ჩამოიტოვა.

ბიანკა ვანესა ანდრეეუსკუs წინაპრები რუმინეთიდან არიან. თვითონ კი კანადის ქალაქ ტორნჰილში 2000 წლის 16 ივნისს, დაიბადა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი