მთავარი სხვა_MMA 28-0! ნურმაგომედოვი კვლავ დაუმარცხებელია

28-0! ნურმაგომედოვი კვლავ დაუმარცხებელია

29 ნახვა

კარგი ბიჭია დასტინ პორიე, მებრძოლი და შეუპოვარი, მაგრამ ხაბიბ ნურმაგომედოვის დასამარცხებლად მარტო კარგობა არაა საკმარისი, ძალიან კარგი უნდა იყო.  მისთვის სამწუხაროდ პორიე ვერ გამოდგა ძალიან კარგი.

აბუ-დაბიში, კერძედ იას აილენდში, გამართულ მსუბუქი წონის საჩემპიონო ჯახში, რუს-დაღესტნელმა ამერიკელს მესამე რაუნდის შუაწელში მახრჩობელა ილეთით მოუმთავრა საქე და ოქტაგონი კვლავაც ქამრით დატოვა.

მიუხედავად მარცხისა პორიემ რამდენიმე კარგი მომენტით მაინც დაგვამახსოვრა თავი. მაგალითად მეორე რაუნდში ერთი-ორჯერ გემრიელად უთავაზა ნურმაგომდევს ყბაში და შეაბარბაცა კიდევ, შემდეგ მესამე რაუნდში “გილიოტინაზე” დაჭერა მოუნდომა და ლამის გამოუვიდა კიდევ, მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ ნურმაგომედოვს რომ აჯობა მარტო კარგობა არაა საკმარისი, ძალიან კარგი უნდა იყო.

ამრიგად, რუს-დაღესტნელმა მოგებათა რაოდენობა 28-მდე გაზარდა, წაგების გემო კი ჯერაც არ იცის.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი