მთავარი მთავარი ბაჰამებზე წილი იყარა… ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიოს დასაპყრობად დაირაზმნენ

ბაჰამებზე წილი იყარა… ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიოს დასაპყრობად დაირაზმნენ

1064 ნახვა

რამდენიმე საათში ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა აიღებს სტარტს. შეჯიბრება 5 დღეზეა გადანაწილებული. მედალოსნები ჯერ ინდივიადუალურ ასპარეზობაში გამოვლინდებიან, დასკვნითი დღე კი გუნდურ პირველობას დაეთმობა.

ჩვენებურები ბაჰამებს 14 კაციანი დელეგაციით ესტუმრნენ – 10 ბიჭი და 4 გოგონა.

დავიწყოთ ვაჟებით:

ევროპირველობის მსგავრსად 73 კილოგრამს ამჯერადაც გამოვტოვებთ. რაც შეეხებათ დანარჩენებს – წილიყრაში ნამდვილად არ გაუმართლა ვანო ხუბაშვილის (-55). ჭაბუკებში მსოფლიოს პრიზიორს პირველივე მეტოქედ იაპონელი ჰაიატე ჰანდა ერგო. ამათში მოგებულს თურქი ოზისიკი ელოდება.

მოქმედი ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც ეს ტიტული შარშან 55-ში მოიპოვა, ამჯერად იგივეს გაკეთებას 60 კგ-ში შეეცდება. პირველ მეტოქედ ამერიკელი ენტონი ბრედი ჰყავს, მომდევნოდ არგენტინელი კარლოს მალდონადო. ამავე წონაში მეორე წარმომადგენელიც გვყავს თემურ ნოზაძე, რომელიც ასპარეზობას კოლუმბიელ კრისტიან იბარბოს დაჭიდებით დაიწყებს.

იოლი ბადე არც ახალაგზრდდულ დონეზე მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს ბაგრატ ნინიაშვილს (-66) ხვდა წილად.  დმანისელი ფალავანი პირველ წრეში ბრაზილიელ ვილიან ლიმას ბარიერის დაძლევას შეეცდება. წარმატების შემთხევაში კი იაპონელ იუჯი აიდაზე გავა.

ორი მონაწილე გვეყოლება 81 კგ-ში. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და ვიცეჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. თუკი ევროპაზე მათი გზები ფინალამდე იყო აცდენილი ამჯერად ნახევარფინალში უწევთ ერთმანეთთან დაჭიდება, თუმცა აქამდე ნამდვილად არ ელით ია-ვარდით მოფენილი გზა. ლუკას პირველი მეტოქე მექსიკელი ფროკერ ტინტოსია. მომდევნო, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანელთა წლევანდელი ევროპის მესამე პრიზიორი მურად ფატიევი. ტატო ჰოლანდიელი კოენ ვან ვინდენით იწყება გამოსვლას. მისსავე ბადეშია იაპონელი ჰირომასა კასაჰარა, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ შეხვდება.

ჭაბუკეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) ჯერ კანადელ კენდრიცკისთან მოსინჯავს ძალებს, მოგების შემთხვევაში კი – ლატვიელ გერკენსა და სლოვაკ ტურაცკს შორის უძლიერესთან.

100 კგ-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ონისე სანებლიძე თავიდან ისვენებს. მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ ადილ კარიმლისა და გერმანელ ივო ვიტასეკს შორის უმჯობესს დაელოდება. ამავე წონაში ჩვენი მეორე ფალავანი ზაურ კენჭაძე გერმანელთა წლევანდელი ევროპირველობის მესამე პრიზიორს დანიელ ზორნის შეხვდება.

მძიმე წონაში, +100 კგ, ჩვენს ღირსებას კიდევ ერთი მოქმედი ევროპის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი დაიცავს.  ბადე არც ისე სახარბიელო აქვს – პირველ წრეში კი ისვენებს, მეორეში კი მისი მეტოქე იაპონელ საიტოსა და მონღოლი ოდხუუს პაექრობაში გაირკვევა.

რაც შეეხებათ გოგონებს:

ნატა ყიფშიძე (-48) პირველ წრეში ყაზახ ნაუატბეკს ხვდება. მისი ძლევის შემთხვევაში კი არც მეტი და არც ნაკლები, უფროსებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უკრაინიდან, დარია ბილოდიდი დახვდება.

ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი, ხოლო ახალაგზრდებში ვიცეჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (-57) თავიდანვე საკმაოდ ანგარიშგასაწევ ხორვატს – ტიეა ტოპოლოვეჩს დაეჭიდება. მისი დამარცხების შემთხევაში კი ან ბრიტანელ ალესია ტოპრაკთან, ანდაც გერმანელ იანა ზიგლერთან მოუწევს გაჯიბრება.

ევროპის პრიზიორი მარიამ ჭანტურია (-70) სასტარტო შევედრაში ამერიკელ ჯულია სიმონიანს დაეჭიდება, მოგების შემთხევაში კი პან-ამერიკული თამაშების მოქმედ ჩემპიონს ბრაზილიიდან, ელენ სანტანას.

იაპონელ ჰიკარუ კოდამასთან მოხვდა ბადეში ევროპის კიდევ ერთი პრიზიორი სოფიო სომხიშვილი (+78), თუმცა მანამდე ავსტრიელი მარია ჰოლვარტის ბარიერი აქვს დასაძლევი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი