მთავარი სხვა_კრივი პლანეტის პირველობაზე 4 მოკრივით

პლანეტის პირველობაზე 4 მოკრივით

558 ნახვა

ხვალიდან ეკატერინბურგში დიდი კრივი იწყება. 87 ქვეყნის 450-მდე ათლეტი ერთმანეთს პლანეტის უძლიერესის ტიტულისთვის შეერკინება უკვე მეოცედ. ასპარეზობები 8 წონით კატეგორიაში გაიმართება მხოლოდ ვაჟებს შორის და 21 სექტემბრამდე გასტანს.

სპორტის ამ სახეობაში ქალთა და მამაკაცთა მსოფლიო ცალ-ცალკე ტარდება.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას 4 მოკრივე დაიცავს. მწვრთნელების ბეჟან ჭიჭინავასა და თემურ ოჩიგავას თავკაცობით ეკატერინბუგულ რინგზე სამედლო კონკურენციაში ჩაებმებიან: ნოდარ დარბაიძე (52კგ), ოთარ ერანოსიანი (63კგ), ლაშა გურული (69კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (91კგ).

რაც შეეხება განრიგს:

წინასწარი შეხვედრები 18-ში დასრულდება, ნახევარფინალები და ფინალები კი 20-ში და 21-შია ჩანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი