მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებმა დანიას ქულები დააკარგვინა

საქართველოს ნაკრებმა დანიას ქულები დააკარგვინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
81 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოსა და დანიის ნაკრებებმა ქულები გაიყვეს.

თბილისში “დინამო არენაზე” გამართული ორთაბრძოლა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე გახდა. გიორგი ლორიამ ეროვნული გუნდი გოლის გაშვებისგან არაერთხელ გადაარჩინა.

პირველ ნახევარში ლორიამ სამი სახიფათო დარტყმა მოიგერია.

მეორე ნახევარში კი კიდევ 2-3 ,,სეივი” განახორციელა.

ქართველებს გოლის გატანა 67-ე წუთზე შეეძლოთ. ყაზაიშვილის დარტყმული კასპერ შმეიხელის კარს მცირედით ასცდა.

მატჩის მიწურულს ქართველებმა ძალები მოიკრიფეს და ბოლომდე გულიანად იბრძოლეს.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 0-0 დამთავრდა. დანიის ნაკრებმა ორი ქულა დაკარგა და სატურნირო ცხრილში 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრები 4 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

თბილისი, “დინამო არენა”

საქართველო 0:0 დანია

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კაპ), გრიგალავა, ტაბიძე, კიტეიშვილი, აბურჯანია
(86’გვილია), ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (90′ დაუშვილი)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

დანია: შმეიხელი, დალსგაარდი, კიაერი, კრისტიანსენი, ლარსენი, ბრაიტვეიტი, ჰოიბიერგი (73′ შონე), დელანეი, ერიქსენი, პოულსენი, დოლბერგი (67′ გიტკიაერი)
მთავარი მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

შვეიცარია 4:0 გიბრალტარი
37′ ზაქარია (1-0), 43′ მეჰმედი (2-0), 45+4′ როდრიგესი (3-0), 87′ გავრანოვიჩი (4-0)

1. ირლანდია 5 3 2 0 6:2 11
2. დანია 5 2 3 0 9
3. შვეიცარია 4 2 2 0 8
4. საქართველო 5 1 1 3 4
5. გიბრალტარი 5 0 0 5 0:16 0

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი