მთავარი კალათბურთი ესპანეთმა სერბეთი დაამარცხა – მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია

ესპანეთმა სერბეთი დაამარცხა – მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
71 ნახვა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს ფავორიტი ნაკრებები ესპანეთი და სერბეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი პერიოდი სერბების გამარჯვებით 20-13 დასრულდა.
დიდ შესვენებაზე კი ესპანეთის ნაკრები 8-ქულიანი უპირატესობით 45-37 გავიდა.
პირინიელებმა მე-3 და მე-4 მეოთხედიც შესანიშნაცად ჩაატარეს და მატჩი 81-69 მოიგეს.

სერბეთის ნაკრების ლიდერმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მას სამმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა. “საკრამენტო კინგსის” კალათბურთელმა ორმაგი დუბლი მიითვალა. ბიგდანოვიჩის ანგარუშზე 26 ქულა და 10 მოხსნა დაფიქსირდა.

ესპანეთის ნაკრებიდან ” ფინიქს სანსის” მოთამაშე რიკი რუბიო გამოირჩა. მან 19 ქულის მოგროვება მოახერხა.
“ბარსელონას” კალათბურთელმა
ვიქტორ კლავერმა გუნდს 14 ქულა მოუტანა.
“ტორინტო რეპტორსის” ცენტრი მარკ გასოლმა თავი 11 ქულას მოუყარა.
ბალკანელთა კალათში 9 ქულა სერხიო ლულიმ ჩააგდო.
ამავე ჯგუფში იტალიის ნაკრებმა ოვერტაიმში პუერტო რიკოს გუნდი 94:89 დაამარცხა.

J ჯგუფი
იტალია 94:89 ო.ტ. პუერტო რიკო
ესპანეთი 81-69 სერბეთი

1. ესპანეთი 5/0 10
2. სერბეთი 4/1 9
3. იტალია 3/2 8
4. პუერტო რიკო 2/3 7

I ჯგუფი
ვენესუელა 60:69 რუსეთი
პოლონეთი 65:91 არგენტინა

1. არგენტინა 5/0 10
2. პოლონეთი 4/1 9
3. რუსეთი 3/2 8
4. ვენესუელა 2/3 7

1/4 ფინალი:
10 სექტემბერი
არგენტინა : სერბეთი
ესპანეთი : პოლონეთი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი