მთავარი მთავარი რაფაელ ნადალი აშშ-ს ღია პირველობის ტრიუმფატორია

რაფაელ ნადალი აშშ-ს ღია პირველობის ტრიუმფატორია

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი დიდი მუზარადის ტურნირ აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.

ესპანელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ ფინალურ ბრძოლაში დანილ მედვედევი დაამარცხა.

დრამატული ორთაბრძოლა არც მეტი, არც ნაკლები 4 საათი და 54 წუთი გაგრძელდა.

დაპირისპირების პირველი ორი სეტი ნადალმა მოიგო.
მე-3 და მე-4 სეტში წარმატებას მედვედევმა მიაღწია.
ბოლო სეტში ესპანელმა ჩოგბურთელმა სლავი მოწინააღმდეგე გატეხა და აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.

საბოლოოდ, რაფაელ ნადალმა მედვედევს 7-5, 6-3, 5-7, 4-6, 6-4 სძლია.

გზა მეოთხე ჩემპიონობამდე
რაფაელ ნადალმა ფინალამდე 6 მეტოქე დაამარცხა.
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა საჩემპიონო გზიდან ავსტრალიელები ჯონ მილმანი და თანასი კოკინაკისი, ასევე სამხრეთ კორეელი ჰეიონგ ჩანგი, ხორვატი მარინ ჩილიჩი, არგენტიელი დიეგო შვარცმენი და იტალიელი მატეო ბერეტინი ჩამოიტოვა.

რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-19 ,,დიდი მუზარადის” ტურნირი მოიგო.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი