მთავარი მთავარი პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი

პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი

22 ნახვა

მორიგი მსოფლიო სერიის ფინალური ტურნირი პლაჟის ჭიდაობაში და მორიგი ტრიუფალური გამოსვლა საქართველოს ნაკრების. ხორვატიის დედაქალაქ ზაგებში ჯემალ კილაძის შეგირდებმა 4 წონიდან 4-ვეში უწიეს მედალს და აქედან 3 უმაღლესი სინჯისაა.

ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90კგ) გახდნენ, მესამეზე კი მამუკა კორძაია (+90კგ) გავიდა.

მარსაგიშვილმა ოქროს ფინალში ბერძენ სამარტსიდისს სძლია 3:1, მანამდე კი ხორვატ ანდრეიჩს და სერბ დერმანოვიჩს აჯობა 5:1 და 5:0. ხუციშვილმა საჩემპიონო გზა ქულადაუკარგავად განვლო და ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი ჯამში ერთნაირი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ასევე ქულადაუკარგავად მივიდა ფინალამდე ლევან ქელეხსაშვილი და სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოს და ამერიკელ პეტერსს ჯამში 9:0 მოუგო, იქ კი უკრაინელი რადულოვი 4:2 დაჯაბნა.

რაც შეეხება კორძაიას, მან ბრინჯაოსთვის 3:0 აჯობა სერბ ჰორვატს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ფალავნებმა 90 ქულით არავის დაანებეს პირველობა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი