მთავარი სხვა_MMA მეხუთე და სამართალი

მეხუთე და სამართალი

57 ნახვა

ჯერ კიდევ ნურმაგმომედოვი-პორიეს ორთაბრძოლამდე UFC-ის თავკაცმა დანა უაითმა თქვა: “თუ ტონი ფერგიუსონი მზადაა, იგი ხაბიბი-პორიეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება”.

საბოლოოდ ორთაბრძოლა ნურმაგომედოვმა მოიგო. მან ამერიკელს მესამე რაუნდში დაუმსხვრია საჩემპიონო ოცნებები და ახლა მთელი შერეული საბრძოლო ხელოვნების ქომაგომა ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის დაანონსებული ჯახის გაოფიციალურებას ელოდება.

აქამდე ხაბიბი-ტონის შეხვედრა ოთხჯერ (!) იყო ჩანიშნული და ოთხივეჯერ ჩაიშალა. 2016-ში და 2018-ში მიზეზი ფერგიუსონის ტრავმა იყო, 2015-ში ნურმაგომედოვის, 2017-ში კი წონა ვერ ჩააბარა რუს-დაღესტნელმა.

დაე იყოს მეხუთე და სამართალი!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი