მთავარი კალათბურთი მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა 1/4 ფინალისტი გამოვლინდა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა 1/4 ფინალისტი გამოვლინდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
93 ნახვა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ოთხი 1/4 ფინალისტი გამოვლინდა.   ფლეი-ოფის საგზური ტურნირის მთავარმა ფავორიტმა აშშ-მ, ჩეხეთმა, საფრანგეთმა და ავსტრალიამ მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი ლიეტუვას ნაკრება ვერ გადალახა.

L  ჯგუფი
ლიეტუვას ნაკრები დომინიკის რესპუბლიკასთან გამარჯვების მიუხედავად მსოფლიოს პირველობის ფლეი-ოფში ვერ მოხვდა. ბალტიისპირელებმა მე-2 ჯგუფური ეტაპი მე-3 პოზიციაზე დასრულეს. მათ წინ კი ავსტრალია და საფრანგეთი გავიდნენ.
ავსტრალიისა და საფრანგეთის დაპირისპირება დრამატული აღმოჩნდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საბოლოოდ, ავსტრალიელებმა 2-ქულიანი სხვაობით 100:98 გაიმარჯვეს.
გამარჯვებული გუნდიდან “საკრამენტო კინგსის” კალათბურთელი პეტი მილსი გამოირჩა. მან 30 ქულა მიითვალა. 23 ქულა “იუტა ჯაზის” მოთამაშემ ჯო ინგლსმა მოიპოვა. 21 ქულას თავი “ფინიქს სანსის” ფორვარდმა არონ ბაინესმა მოუყარა.

ფრანგებს 31 ქულით “ორლანდო მეჯიკის” გამთამაშებელმა ევან ფურნიემ ულიდერა.  26 ქულის მოპოვება ნანდო დე კოლომ შეძლო.  “შარლოტ ჰორნეტსის”  კალათბურთელმა გუნდს 13 ქულა შესძინა.

დომინიკის რესპუბლიკა 55:74 ლიეტუვა
საფრანგეთი 98:100 ავსტრალია

    1. ავსტრალია  5 5 0  458:416  10
    2. საფრანგეთი  5 4  1 447:369 9
    3. ლიეტუვა  5  3  2  424:336  8
    4. დომინიკის რესპუბლიკა 5  2 3 337:390  7

K ჯგუფი
ამერიკის ნაკრებმა ბრაზილიას დამაჯერებლად 16-ქულიანი სხვაობით 89:73 სძლია. სამხრეთ ამერიკელთა წინააღმდეგობის მიუხედავად “დრიმ ტიმმა” ოთხივე პერიოდი მოიგო.

აშშ-ს გუნდს 16-16 ქულა “შარლოტ ჰორნეტსის” გამთამაშებელმა კემბა უოლკერმა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრმა მაილეს თერნერმა შესძინეს. “ბოსტონ სელტიკსის” კალათბურთელმა ჯაილენ ბრაუნმა 11 ქულას უწია, ხოლო “საკრამენტოს კინგსის” ფორვარდმა ჰარისონ ბარნსმა მეტოქეს 10 ქულა ჩაუგდო.

ბრაზილიის ნაკრებიდან ყველაზე მეტი 21 ქულა ვიტორ ბენიტემ მოაგროვა.  14-14 ქული ლეანდრინიო ბარბოსამ და ანდერსონ ვალეჟაომ მიითვალეს.

აშშ 89:73 ბრაზილია
ჩეხეთი 77:84 საბერძნეთი

  1. აშშ  5  5  0  437:330  10
  2. ჩეხეთი 5  3  2  417:395  8
  3. საბერძნეთი  5  3  2  403:382 8
  4. ბრაზილია  5  3 2  409:427 8

1/4 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

10 სექტემბერი
არგენტინა : სერბეთი
ესპანეთი : პოლონეთი

11 სექტემბერი
აშშ : საფრანგეთი
ავსტრალია : ჩეხეთი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი