მთავარი მთავარი WTA-ს განახლებულ რეიტინგში ბიანკა ვანესა ანდრეესკუ 10 პოზიციით დაწინაურდა – ეშლი ბარტიმ ლიდერობა დაიბრუნა

WTA-ს განახლებულ რეიტინგში ბიანკა ვანესა ანდრეესკუ 10 პოზიციით დაწინაურდა – ეშლი ბარტიმ ლიდერობა დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაციამ საკუთარ ვებვერდეზ  WTA-ს განახლებულ რეიტინგი წარმოადგინა.

აშშ-ს ღია პირველობის 19 წლის კანადელი ტრიუმფატორი ბიანკა ვანესა ანდრეესკუ რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა.   იგი მე-15 ადგილიდან მე-5 საფეხურზე აღზევდა.

რეიტინგში პირველობა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ დაიბრუნა.   მდგომარეობა  ერთი ადგილით ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ გაიუმჯობესა.   2 ადგილით კი უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაწინაურდა.

WTA-ს რეიტინგის ათეულში შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩმა აღმოჩნდა. ნეიტრალური ქვეყნის შვილი მე-12 ადგილიდან მე-10 პოზიციაზე გადაბარგდა.

ათეულში 3 ადგილით უკან იაპონელმა ნაომი ოსაკამ დაიხია. 2 პოზიციით უკუსვლა  მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა განიცადა.

თითო-თითო პოზიცია კი ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, ჰოლანდიელმა კიკი  ბერტენსმა და ლეენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა დათმეს.

WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეული ასეთია:

  1.  ეშლი ბარტი (ავსტრალია) 6501
  2. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) 6125
  3. ელინა სვიტოლინა (უკრაინა) 5032
  4.  ნაომი ოსაკა (იაპონია) 4846
  5.  ბიანკა ვანესა ანდრეესკუ (რუმინეთი)  4835
  6. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) 4803
  7. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 4326
  8.  კიკი  ბერტენსი (ჰოლანდია) 4325
  9.  სერენა უილიამსი (აშშ) 3935
  10. ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) 3738
  11.  იოანა კონტა (დიდი ბრიტანეთი) 3115
  12. ქიანგ ვანგი (ჩინეთი) 2946
  13. არინა საბალენკო (ბელარუსი) 2785
  14. სლოან სტეფენსი (აშშ) 2769
  15. ანჟელიკ კერბერი (გერმანია) 2750
  16. მედისონ კისი (აშშ) 2727
  17. კაროლინა ვოზნიაცკი (დანია) 2597
  18. ანასტასია სევასტოვა (ლატვია) 2517
  19. ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი) 2500
  20. სოფია კენინი (აშშ)  2460
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი