მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები აზერბაიჯანი განადგურებულია! – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ლიდერია

აზერბაიჯანი განადგურებულია! – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ლიდერია

ავტორი კახა მიხანაშვილი
123 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:0 გაანადგურა.

დედაქალაქ ბაქოში “ტოპიკ ბახრამოვის” სტადიონზე  გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა აზერბაიჯანელები ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჩაგრეს და ღირსეულ გამარჯვებას მიაღწიეს.

პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა მე-16 წუთზე შექმნეს.   საქართველოს ნაკრების კარგი კომბინაციის შემდეგ გოლისგან კარი აზერბაიჯანელთა გუნდის მეკარემ კამრან იბრაჰიმოვმა იხსნა.

34-ე წუთზე  კამრან იბრაჰიმოვმა ვატო არველაძის დარტყმულიც მოიგერია.

42-ე წუთზე საქმეში ისევ აზერბაიჯანელების მეკარე იბრაჰიმოვი ვიხილეთ. ნიკა ნინუას ჯარიმიდან დარტყმული ბურთი გოლკიპერმა კუთხურზე მოიგერია.

ტაიმისთვის მსაჯის კომპესირებულ დროში ქართველებმა გოლის გატანა მოახერხეს.  გიორგი არაბიძის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ კამრან იბრაჰიმოვი გამოსვლაზე შეცდა. აზერბაიჯანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვატო არველაძემ ისარგებლა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან აზერბაიჯანის ნაკრების ნახევარმცველი ჰაჯიაგა ჰაჯიევი გააძევეს. ეს ყველაფერი მატჩის 49-ე წუთზე მოხდა.

57-ე წუთზე ნინუამ საჯარიმოში პასი ქავთარაძეს გაუკეთა. მან კი არველაძე მოძებნა. ვატოს დარტყმული აზერთა გოლკიპერმა კუთხურზე მოიგერია.  იმავე ეპიზოდში ნიკა მალის დარტყმის შემდეგ კამრან იბრაჰიმოვმა შესანიშნავი ნახტომი  გააკეთა და ბურთი ფაქტობრივად ცხრიანიდან გამოიღო.

მე-60 წუთზე ნიკა ნინუას დარტყმული ბურთი აზერბაიჯანელთა ნაკრების კარს სანტიმეტრებში აცდა.

68-ე წუთზე აზერბაიჯანელთა ნაკრების მეკარე კამრან იბრაჰიმოვი შესაცვლელი გახდა.  ბრწყინვალედ მოთამაშე კარის დარაჯი შესაცვლელი შეიქმნა.

73-ე წუთზე ვატო არველაძის პასის შემდეგ გიორგი არაბიძემ სოლორეიდი მოაწყო.   საჯარიმოში შესულმა კი შეცვლაზე 2 წუთით ადრე შემოსულ ირაკლი ბუღრიძეს პასი გაუკეთა.  ბუღრიძემ პარტნიორს გარჯა დაუფასა და ანგარიში 2:0 გახადა.

84-ე წუთზე გიორგი არაბიძემ თავისი გოლიც გაიტანა.  მას ამჯერად პასი ირაკლი ბუღრიძემ გაუკეთა.

მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მაინც ხახამშრალნი დარჩნენ.

საბოლოოდ, ქართველებმა აზერბაიჯანელებს 3:0 სძლიეს და 6 ქულით მე-2 ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

ევროპის შესარჩევი ტურნირი
ბაქო, “ტოპიკ ბახრამოვი”

აზერბაიჯანი U21 :  საქართველო U21
45+3′ არველაძე (0-1), 73′ ბუღრიძე (0-2),  84′ არაბიძე (0-3)
გაძევება: 49′ ჰაჯიევი (აზერბაიჯანი)

აზერბაიჯანი:  იბრაჰიმოვი (71′ ზაკიევი), მანაფოვი, სეილინგლი,  თამაზოვი, სეიდიევი, ჰაჯიევი, სეიდოვი, ეკინსიერი, იბრაჰიმი (46′ ჯაფარგიულიევი), ნაბიევი (46′ მაჰარამლი), დოგუკანი (61′ ქურბანლი)
მთავარი მწვრთნელი: მილან ობრადოვიჩი

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (86′ სოანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (71′ კოხრეიძე), სილაგაძე, ქავთარაძე (71′ ბუღრიძე), არველაძე (79′ პაატა კიტეიშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

მე-2 ჯგუფი
შვეიცარია ლინხტენშტეინი 0:5 შვეიცარია

  1. საქართველო 2 2 0 0 7:0  6
  2. შვეიცარია  1 1 0 0 5:0  3
  3. ლიხტენშტეინი 3 1 0 2 1:9  3
  4. აზერბაიჯანი  3 1 0  2 2:5  3
  5. საფრანგეთი  0  0  0  0  0:0  0
  6. სლოვაკეთი  1  0  0  1  1:2  0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი