მთავარი მთავარი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს დაუდგამენ

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს დაუდგამენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

“ლოს-ანჯელეს გალაქსისა” და შვედეთის ნაკრების ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს დაუდგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,,AS” ავრცელებს.

ძეგლს ქალაქ მალმიოს მოედანზე დადგამენ, რომელიც ამ ქალაქის ადგილობრივი კლუბის ძველ და ახალ სტადიონებს შორის მდებარეობს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა  საფეხბურთო კარიერა სწორედ  კლუბ “მალმიოში” დაიწყო.

ძეგლის დადგმის ხარჯებს მთლიანად შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია აიღებს.   ქანდაკების სიმაღლე  2.7 მეტრი იქნება.  მისი წონა კი 500 კილოგრამს შეადგენს.  მონუმენტს ცნობილი შვედი მოქანდაკე  პეტერ ლინდე გააკეთებს.

37 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოგზაური ფეხბურთელია.  მას კარიერის განმავლობაში 9 გუნდი აქვს გამოცვლილი.

იბრაჰიმოვიჩი თავისი ხანგრძლივი კარიერის დროს “მალმიოს” გარდა “აიაქსის”,  “იუვენტუსის”, “ინტერის”, “ბარსელონას”, “მილანის”, “პსჟ”-ს, “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ლოს-ანჯელეს გალაქსის”  ღირსებას იცავდა.

შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ზლატანის დებიუტი 2001 წელს შედგა. იქიდან მოყოლებული 2016 წლამდე იბრაჰიმოვიჩმა მშობლიური ქვეყნის მთავარ გუნდში 116 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი