მთავარი მთავარი აკი ბაშოს მე-4 დღეს ორივე ქართველი დამარცხდა

აკი ბაშოს მე-4 დღეს ორივე ქართველი დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-4 დღის ორთაბრძოლები დასრულდა.

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა რიგით მესამე პაექრობა დათმო.

ლევან გორგაძე ამჯერად იაპონელ კომოსუბი აბისთან დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლისას მეტოქეს უნებლიედ თმებზე მოქაჩა, რაც სუმოს წესებით აკრძალულია. აქედან გამომდინარე ქართველი ჰანსუკო მაკეთი ანუ დისკვალიფიკაციით  დაპირისპირებიდან მოხსნეს და  გამარჯვება აბის მიანიჭეს.

ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება აუცილებლად ესაჭიროვება. ამისათვის, კი საჭირო კიდევ 7 მოგება გახლავთ.

ქართველ საქმეები ამ დროისთვის ცუდად მისდის. განვლილი 4 დღის შემდეგ მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გამარჯვება ფიქსირდება.

ხვალ, ლევან გორგაძე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა იაპონელ ტომოკაძეს შეერკინება.
ამ დროისთვის ტომოკაძეს თანაბარი ბალანსი 2-2 გააჩნია.

სექტემბრის ბაშოზე რიგით მე-4 გამარჯვება მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ მოიპოვა.
ყველაზე მაღალი წოდების მქონე რიკიშიმ მე-2 მაეგაშირა მონღოლ იჩინოჯოს კატასუკაშით სძლია.
კაკურიუ მიმდინარე ბაშოზე ჯერჯერობით წაუგებელია. მის გარდა წინ დაუმარცხებლად მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი და სეკივაკე ტაკაკეიშო მიიწევენ.

მე-3 გამარჯვება მოიპოვა ოძეკმა გოიედომ. იაპონელმა რიკიშიმ თანამემამულე პირველი მაეგაშირა ჰოჯუტოფუჯი ოშიდაშით დაამარცხა.

ხვალ, იოკოძუნა კაკურიუ ბაშოზე წარმატებული სერიის გაგრძელებას მე-2 მაეგაშირა ბულგარელ ასანოიამასთან შეეცდება.

ოძეკი გოიედოს მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა იაპონელი დაიეიშო იქნება.

რანგით დაბალ ჯურიოს დივიზიონში მეორე მარცხი გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა განიცადა.

ქართველმა გოლიათმა შიტატედაშინაგეს ილეთით ჯურიოს მე-9 რიკიშ იჩიიამამოტოსთან წააგო.

გაგამარუს ბალანსი აკი ბაშოზე ამ დროისთვის თანაბარი 2-2 გახლავთ.

ხვალ, თეომურაზ ჯუღელის მეტოქე ჯურიოს მე-11 სუმიტორი იაპონელი ჩიონოუმი იქნება.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილს ამ დროისთვის 1 მოგების წილ 3 მარცხი გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი