მთავარი მთავარი მაია გუჩმაზოვას ოქრო ტაშკენტიდან

მაია გუჩმაზოვას ოქრო ტაშკენტიდან

19 ნახვა

ახალი სეზონი ოქროთი გახსნეს ქართველმა მოფარიკავეებმა. მაია გუჩმაზოვა დაშნით მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი მასპინძლობდა.

გუჩმაზოვას ტურნირზე 9 შეხვედრის გამართვა მოუწია და 9-შივე იყოჩაღა. ჩვენებური ჯერ ქვეჯგუფში იყო შესანიშნავი: მასპინძლებს – სევარა რახიმოვას, ჟასმინა სუვონოვასა და შახზოდა ეგამბერდიევას, ყაზახებს – ალექსანდრა ტამბოვცევასა და შანთალ ჟანსუგუროვას და ყირგიზ კამილა აბდილ-ხამიტოვას ზედმეტი პრობლემების გარეშე გაუსწორდა.

შემდეგ იყო პლეი-ოფი. იქ მან ჯერ ორი უზბეკი – რადა კასიმოვა და ვერონიკა როიკოვა დაამარცხა 15:6 და 15:14, გადამწყვეტ პაექრობაში კი რუს მარინა კესაევასაც აჯობა 15:9 და ოქროს დაეპატრონა.

ამ გამარჯვებით მაია გუჩმაზოვა რეიტინგში 56 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად, 144-ე ადგილს იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი