მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა – იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდა

ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა – იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
169 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე რიგით მე-2 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ მე-3 მაეგაშირა იაპონელი  ტომიკაძე  დაამარცხა.   ქართველმა რიკიშიმ ამომავალი მზის ქვეყნის შვილს ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

აკი ბაშოზე ტოჩინოშინს 2 მოგების წილ 3 მარცხი გააჩნია.  იმისათვის, რომ გორგაძემ ოძეკის პრესტიჟული წოდება შეინარჩუნოს, მას მიმდინარე ტურნირზე კიდევ 6 მოგება ესაჭიროვება.

ხვალ,  ქართველი ოძეკის წინაშე მე-4 მაეგაშირა მონღოლი ტამავაში წარდგება.   აზიელ სუმიტორს ამ დროისთვის ბალანსი 3:2 გააჩნია.

შემოდგომის ბაშოზე პირველი მარცხი იოკოძუნა კაკურიუმ განიცადა.  მონღოლი სუმიტორი დღის დასკვნით ორთაბრძოლაში მე-2 მაეგაშირა ბულგარელ ასანოიამასთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.    კაკურიუს ანგარიშზე ამ დროისთვის 4 მოგება და 1 წაგება ფიქსირდება.

დღეს, ოძეკმა გოეიდომ გამარჯვებას მიაღწია.  მან აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა დაიეიშო ჰიკიოტოშით დაამარცხა.

აკი ბაშოს 5 ორთაბრძოლის შემდეგ უდანაკარგოდ სეკივაკე ტაკაკეიშო და მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი ლიდერობენ.

ხვალ, მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ რეაბილიტაციას მე-4 მაეგაშირა დაიეიშოსთან გამარჯვებით შეეცდება.  ოძეკი გოეიდოს მოწინააღმდეგე დღევანდელი დღის გმირი ასანოიამა იქნება.

ტაკაკეიშო კი ძალებს კომოსუბი ენდოსთან მოსინჯავს.   მიმდინარე ბაშოს ტრავმის გამო მონღოლი რიკიში იჩინოჯო დაემშვიდობა.  მისმა დღევანდელმა მეტოქემ და თანამემამულე ტამავაშიმ გამარჯვება უბრძოლველად ფუზენით მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი