მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები “ბორჯღალოსნები”  მსოფლიო თასისთვის მზადების პარალელურად სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ

“ბორჯღალოსნები”  მსოფლიო თასისთვის მზადების პარალელურად სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადების პარალელურად საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ.

გუნდი 6 ჯგუფად გაიყო და ტოკუშიმას პრეფექტურის ექვს სხვადასხვა სკოლას ეწვია, რომელთაგან ერთი სპეციალიზირებული იყო.

ქართველ მორაგბეებს იაპონელი ბავშვები საქართველოს სახელმწიფო და ბორჯღალის გამოსახულებიანი დროშებით, ასევე ქართული ბანერებით დახვდნენ.

სკოლების პედაგოგებსა და აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები ჰქონდათ დაგეგმილი. ,,ბორჯღალოსნებმა”  მათ რაგბის მასტერკლასი ჩაუტარეს, საპასუხოდ კი  იაპონურ კულტურას ეზიარნენ.

წყარო: rugby.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი