მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,საბურთალომ” “სიონს” სძლია – იმერული დერბი ფრედ დასრულდა

,,საბურთალომ” “სიონს” სძლია – იმერული დერბი ფრედ დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო  ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში”  27-ე ტურის სასტარტო შეხვედრები გაიმართა.

ბოლნისში, “თამაზ სტეფანიას”  სტადიონზე “სიონმა”  საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის “საბურთალოსთან”  1:3 წააგო.

დედაქალაქელებმა პირველი გოლი პირველივე წუთზე გაიტანეს.  ლევან ყენიას პასით ანგარიში კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა ანტე გიმ გახსნა.

21-ე წუთზე მონტენეგროელმა ფორვარდმა ოგნიენ როლოვიჩმა ანგარიში ორამდე გაზარდა.  ბალკანელმა გრიგოლ ჩიბრაძის გადაცემა გამოიყენა.

31-ე წუთზე “საბურთალოს” ფორვარდმა გიორგი გაბედავამ უპირატესობა სამამდე გაზარდა.

52-ე წუთზე ქვემო ქართლელებმა ე.წ პრესტიჟის გოლი გაიტანეს.  სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი რატი ცაცკრიალაშვილმა ზუსტად შეასრულა.

“საბურთალომ”  ამ გამარჯვებით 50 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.   მის წინ სატურნირო ცხრილში თბილისისა და ბათუმის “დინამოები” არიან.

ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურამ” ქუთაისის “ტორპედოსთან” ქულები გაუყვეს.

“ჩიხურა” (საჩხერე) 1:1 “ტორპედო” (ქუთაისი)
87′ ლაშა ჩიკვაიძე (1-0), 90+3′ შოთა კაშია ა.გ. (1-1)

“სიონი” (ბოლნისი) 1:3 “საბურთალო” (თბილისი)
1′ ანტე გი (0-1), 21′ ოგნიენ როლოვიჩი (0-2), 31′ გაბედავა (0-3), 52′ რატი ცაცკრიალაშვილი პენ. (1-3)

1. დინამო ბთ დინამო ბთ 26 16 4 6 45 22 23
2. დინამო თბ დინამო თბ 25 16 3 6 53 25 28 51
3. საბურთალო საბურთალო 25 15 5 5 45 27 18 50
4. ტორპედო ტორპედო 26 11 6 9 46 38 8 39
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 26 11 4 11 32 34 -2 37
6. ჩიხურა ჩიხურა 27 7 11 9 34 31 3 32
7. რუსთავი რუსთავი 26 7 8 11 30 41 -11 29
8. დილა დილა 26 7 6 13 26 37 -11 27
9. სიონი სიონი 27 7 6 14 29 64 -35 27
 
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 26 4 5 17 12 33 -21 17

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი