მთავარი მთავარი ქართული ფინალის და სამი მედლის მოლოდინში

ქართული ფინალის და სამი მედლის მოლოდინში

331 ნახვა

სტარტი შესაშური აიღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა ევროპის პირველობაზე ახალგაზრდებს შორის, რომელსაც ფინური ვანტაა მასპინძლობს. ენერჯი არენაზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა გიორგი თუთაშვილისა და ეთერ ლიპარტელიანის პატივსაცემად.

დღეს ტატამიზე მორიგ ქართულ სამეულს ვიხილავთ.

ახალი თაობის 2 გამორჩეული ტალანტი ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი მოსინჯავს ძალებს 81 კილოში და დიდი ალბათობაა ქარული ფინალიც ვიხილოთ. ახალკაცი ევროპის მოქმედი ჩემპიონია 23-წლამდელებს შორის, ხოლო გრიგალაშვილმა უკვე უფროსებშიც მიყარ-მოყარა ბევრი ლიდერი და მედლების საკმაო რაოდენობაც დაუგროვდა.

ოთავე ჩვენებური ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. ტატო უკრაინელ დმიტრო პილიპენკოსა და ესტონელ მარკუს პერელშტაინის შორის უძლიერესს დაეჭიდება, ვლდიმერის მეტოქე კი შვეიცარიელი სიმონ გაუჩი იქნება.

გოგონათა ფლანგზე 70 კილოში ჩვენი ქვეყნის ღირსებას მარიამ ჭანტურია დაიცავს, ვინც ტურნირის შარშანდელი მესამე პრიზიორია. მისი პირველი მეტოქე ავსტრიელ ანა-ლენა შუხტერისა და ლიეტუველი დარია პისკუნოვას წყვილიდან გამოსული იქნება, მეოთხედფინალში კი ხორვატი ანდელა ვიოლიჩის, იტალიელი მარტინა ესპოზიტოსა და სლოვაკი ანა გერსიოვას სამეულიდან უმჯობესი.

წინასწარი შეხვედრები დღესაც 12:00 საათიდან დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი