მთავარი მთავარი გაგამარუმ აკი ბაშოზე მე-3 ბრძოლა წააგო

გაგამარუმ აკი ბაშოზე მე-3 ბრძოლა წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე რიკიშები ერთმანეთს მე-6 დღის ბრძოლებში შეებნენ.

რანგი დაბალ ჯურიოს დივიზიონში გაგამარუს შიკონაში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა მორიგი ორთაბრძოლა დათმო.

ქართველმა გოლიათმა ამჯერად მონღოლ კიუკუშუჰოსთან დამარცხდა. აზიელი სუმიტორი მიმდიბარე ბაშოზე შესანიშნავად გამოიყურება, მას მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს წაგებული.

გაგამარუმ აკი ბაშოს ერთ-ერთ ლიდერთან მარცხი ჰატაკიკომის ილეთით იწვნია.

ჯუღელს ამ დროისთვის თანაბარი ბალანსი 3:3 გააჩნია.
მას კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად კიდევ 5 მოგება სჭირდება.
იმისათვის, რომ ჯურიოდან მაკუშიტა დივიზიონში არ დაქვეითდეს 3 გამარჯვებაა აუცილებელი.

გაგამარუ მორიგ ბრძოლას ხვალ ჯურიო მე-8 რიკიშ იაპონელ ტობოძარუსთან ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი