მთავარი მთავარი აკი ბაშოზე ოძეკი ტოჩინოშინი და იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდნენ

აკი ბაშოზე ოძეკი ტოჩინოშინი და იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

სუმოს სამშობლოში მიმდინარე სუპერტურნირ აკი ბაშოზე რიკიშებმა მე-6 ორთაბრძოლები ჩაატარეს.

სამწუხაროდ, ქართველი ოძეკი ლევან გორგაძისთვის დღევანდელი ორთაბრძოლაც ცუდად დასრულდა.

ტოჩინოშინმა ამჯერად მე-4 მაეგაშირა მონღოლ ტამავაშისთან წააგო.

ქართველმა აზიელ რიკიშისთან ბრძოლა ოშიდაშის ილეთით დათმო.

სექტემბრის ბაშოზე ტოჩინოშინს 2 მოგება და 4 მარცხი გააჩნია.

ლევანს იმისათვის, რომ ოძეკის პრესტიჟული წოდება შეინარჩუნოს დარჩენილ 9 ორთაბრძოლაში 6-ის მოგება სჭირდება.

ხვალ, გორგაძის მოწინააღმდეგე მე-3 მაეგაშირა იაპონელი დაიეიშო იქნება.
დღეს, დაიეიშომ გმირულად იბრძოლა და მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს მე-2 მარცხი აგემა.
კაკურიუმ მეტოქესთან ოშიდაშით წააგო.

აკი ბაშოზე პირველი მარცხი იაპინელმა სეკივაკე ტაკაკეიშომ განიცადა. მას თანამემამულე კომოსუბი ენდომ ცუკიჰიზას ილეთით მოუგო.

დღეს, გამარჯვება ვერც ოძეკმა გოეიდომ მოიპოვა . მან მე-2 მაეგაშირა ასანოიანასთან ვერაფერი გააწყო და უვატენაგეთი დამარცხდა.

6 დღის შემდეგ აკი ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ მე-8 მაეგაშირა ოკუნოუმი გახლავთ.

5 მოგება და ერთი მარცხი მე-15 მაეგაშირა იშიურას, მე-11 მაეგაშირა ენჰოს, მე-10 მაეგაშირა მეისეის, მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს, სეკივაკე მიტაკეუმის და კომოსუბი ენდოს გააჩნიათ.

ტურნირის მთავარ ფავორიტ იოკოძუნა კაკურიუს ბალანსი 4-2 აქვს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი