მთავარი კალათბურთი შეუდარებელი ლუის სკოლა და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

შეუდარებელი ლუის სკოლა და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
53 ნახვა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა.

რამდენიმე წუთის წინ პლანეტის პირველობაზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა.   გადამწყვეტ მატჩში ესპანეთის ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი იქნება.

არგენტინელებმა 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ნაკრები ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჩაგრეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართული ორთაბრძოლა არგენტინელებმა 14-ქულაინი უპირატესობით 80:66 მოიგეს.

სამხრეთ ამერიკელებმა ოთხივე პერიოდი დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

არგენტინელთა ლიდერი ლუის სკოლა ამ შეხვედრაშიც შეუდარებელი იყო.  “შანხაი შარკის”  გამთამაშებელმა ორმაგი დუბლი შეასრულა. სკოლამ 28 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.  39 წლის ვეტერანს  მხარი მადრიდის “რეალის” კალათბურთელებმა გაბრიელ დეკმა და ფაკუნდო კამპაცომ აუბეს.

კამპაცო გუნდს 13 ქულით შეეწია, ხოლო დეკმა 12 ქულას უწია.  10 ქულა სამხრეთ ამერიკელებს ლუკა ვინდოსამ  მოუტანა.

საფრანგეთის ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანები  “ნიუ-ორკ ნიკსის”  მოთამაშე  ფრანკ ნტილიკინა და  “ორნანდო მეჯიკის” კალათბურთელ ევან ფურნიე იყვნენ.  ორივე მათგანმა 16-16 ქულა მოიპოვა.  ნანდო დე კოლომ მეტოქეს 11 ქულა ჩაუგდო.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. იქ კი მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

ევროპულ- სამხრეთ ამერიკული ფინალი 15 სექტემბერს, შედგება.

ესპანეთს და არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული თითო-თითოჯერ აქვთ მოპოვებული.   სამხრეთ ამერიკელებმა მსოფლიოს თასი შორეულ 1950 წელს აღმართეს.  ესპანელებმა კი წარმატებას 2006 წელს მიაღწიეს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი