მთავარი საქართველოდიდი ათი მამუკა ნინიძის 16 ქულა და მოქმედი ჩემპიონის “ბათუმის” გამარჯვება დიდი 10-ის გახსნით მატჩში

მამუკა ნინიძის 16 ქულა და მოქმედი ჩემპიონის “ბათუმის” გამარჯვება დიდი 10-ის გახსნით მატჩში

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის “ლიდერბეთ დიდი 10”-ის 2019-2020 წლების სეზონი დაიწყო.

ჩემპიონატის გახსნის მატჩში თბილისში, “ხვამლის”  სტადიონზე ერთმანეთს დიდი 10-ის დებიუტანდი კიკეთის “იუნკერები” და მოქმედი ჩემპიონი “ბათუმი” დაუპირისპირდნენ.

ფავორიტად მიჩნეულმა ზღვისპირელებმა პირველი ტაიმი 6-9  წააგეს.

მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა.  ჯარიმიდან აჭარლები მგეზავმა მამუკა ნინიძემ დააწინაურა.   4 წუთის შემდეგ ნინიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა 0-6.

6-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ “იუნკერის” მორაგბეებიც გამოცოცხლდნენ და 34-ე წუთისთვის წონასწორობაც აღადგინეს.  ჯარიმიდან ქულები რამაზ ხარაზიშვილმა დააგროვა.  ტაიმის მიწურულს ხარაზიშვილმა მესამე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ტაიმი დებიუტანტებს 9:6 მოაგებინა.

მეორე ტაიმში “ბათუმის” მორაგბეები კბილებალესილები გამოვიდნენ და მეტოქეს თავიდანვე მედგრად შეუტიეს.

51-ე წუთზე “იუნკერების”  შერკინებაში დაშვებული  შეცდომის  შემდეგ ბათუმელებმა კონტრიერიში განახორციელეს.  ბურთი ხელთ მამუკა ნინიძემ ჩაიგდო და სწრაფი სოლორეიდის შემდეგ კიკეთელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა.  ნინიძემ გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში აჭარლების სასარგებლოდ 13-9 გახადა.

57-ე წუთზე ზღვისპირელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს.  ბურთთან ისევ გუნდის მგეზავი და ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი მამუკა ნინიძე მივიდა.  მას ნერვებმა არც ამჯერად უმტყუნა 16-9.

74-ე წუთზე ჯარიმიდან რამაზ ხარაზიშვილმა ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა და ანგარიში 4-ქულამდე შეამცირა 12-16.

დარჩენილ დროში “ბათუმმა” ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და აქტივში პირველი 4 ქულა ჩაიწერეს.

დიდი 10
1 ტური
თბილისი, მუხიანი ,,ხვამლი”

“იუნკერები” (კიკეთი) 12:16 “ბათუმი”

“იუნკერები”: 4 ჯარიმა – ხარაზიშვილი (4)

“ბათუმი”: ლელო – მ. ნინიძე
გარდასახვა: მ. ნინიძე
3 ჯარიმა: მ. ნინიძე (3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი