მთავარი ვიდეო VIDEO: ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ჰენკათი გაიმარჯვა

VIDEO: ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ჰენკათი გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
147 ნახვა

დღეს, სუმოს სამშობლო იაპონიაში მიმდინარე აკი ბაშოზე მე-9 დღის ორთაბრძოლები შედგა.

ქართველმა ოძეკიმ ლევან გორგაძემ ამჯერად გამარჯვება მოახერხა.  ტოჩინოშინმა კომოსუბი ენდოსთან წარმატებას ჰენკათი მიაღწია.

მართალია,  ჰენკას გაკეთება სუმოში კარგ საქციელად არ ითვლება, თუმცა გაჭირვების ჟამს ამ მეთოდს არაერთი რიკიში მიმართავს.

ასეა, თუ ისეა ლევანს აკი ბაშოზე ბალანსი 4:5 გაუხდა.  იმისათვის, რომ მან ოძეკის პრესტიჟული წოდება შეინარჩუნოს დარჩენილ 6 ორთაბრძოლაში 4 დაპირისპირება თავის სასარგებლოდ უნდა დაამთავროს.

ხვალ, ტოჩინოშინის წინაშე დღის დასკვნით შერკინებაში მე-5 მაეგაშირა იაპონელი ჩიოტაირიუ წარსდგება.  ჩიოტაირიუ მიმდინარე ბაშოზე ცუდად გამოიყურება. მას მხოლოდ 2 მოგება გააჩნია.

სექტემბრის ბაშოზე პირველი მარცხი მე-8 მაეგაშირა ოკინოუმიმ განიცადა.  მან მე-5 მაეგაშირა რიუდენთან წააგო.

დღევანდელ ბრძოლებში წარმატებას სეკივაკეებმა მიტაკეუმიმ და ტაკაკეიშომ, ასევე ოძეკმა გოეიდომ მიაღწიეს.

განვლილი 9 დღის შემდეგ აკი ბაშოს 8 მოგებითა და 1 მარცხით მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი და მე-10 მაეგაშირა მეისეი ლიდერობენ.

7-2 ბალანსი მე-2 მაეგაშირა ასანოიამას, ასევე  სეკივაკეებს მიტაკეუმის და ტაკაკეიშოს გააჩნიათ.

6 მოგება, 3 წაგების წილ ოძეკი გოეიდოს, კომოსუბი ენდოს, მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯის,  მე-12 მაეგაშირა შოჰოძანსმ, მე-15 მაეგაშირა იშიურას  და მე-14 მაეგაშირა ცურუგიშოს აქვთ.

იხილეთ ლევან გორგაძის გამარჯვება:  http://sport.adjara.com/items/2151612

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი