მთავარი მთავარი ოქროს თაობა

ოქროს თაობა

299 ნახვა

ჯერ კიდევ გასულ წელს მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიქუხეს ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა. ევროსარბიელი ცხრა მედლით მოილეს, მსოფლიო კი ხუთით. შემდეგ ამ 18-19 წლის ბიჭებმა უფროსებში ასპარეზობასაც გაუგეს გემო და მარტო კი არ გაუგეს სულ აქეთ-იქით მიყარ-მოყარეს ყველა.

კულმინაცია კი წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი გამოდგა, სადაც უბრალოდ შეუდარებლები იყვნენ ჩვენი ფალავნები.

ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგი შარშან გვქონდა დაფიქსირებული, რომელიც გავაუმჯობესეთ როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად – მაშინდელი 9 მედალი 10-ში გადავცვალეთ, 3 ოქრო კი 6-ში.

სამი დღის განმავლობაში ქართული დროშა დაბლა არ დაშვებულა. ვაჟებმა ყველა და ყველაფერი აღგავეს პირისაგან მიწისა და 5 წონიდან 5-ვეში ქართული ჰიმნი აჟღერეს და ამას 1-1 ვერცხლ-ბრინჯაო დაუმატეს. ასევე ქართული ჰიმნი დააკვრებინა ეთერ ლიპარტელიანმა, ვინც 8 გამართული შეხვერდინდა 8-ვეში იპონით იმარჯვა ისტორიაში პირველი გახდა ვინც ამ ტიტულს შესწვდა.

მედალოსნები გახდნენ:

ოქრო: გიორგი თუთაშვილი (-60), ტატო გრიგალაშვილი (-81), ლაშა ბექაური (-90), ილია სულამანიძე (-100), გელა ზაალიშვილი (+100), ეთერ ლიპარტელიანი (-57)

ვერცხლი: ვლადიმერ ახალკაცი (-81)

ბრინჯაო: მიხეილ ბექაური (-90), მარიამ ჭანტურია (-70)

ობიექტურობა მოითხობს ორიოდე სიტყვა ამ წარმატების საწყისებზეც მოგახსენოთ. ეს გახლავთ პროექტი – “გამოწვევა 2020”, რომელიც წლების წინ შეიქმნა (ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი გახლდათ, მთავარი მწვრთნელი კი ლაშა გუჯეჯიანი) რათა ასაკობრივი ნაკრებები განსაკუთრებული რეჟიმით მოემზადებინათ. ასეც მოხდა და ამ ბიჭების უმრავლესობა 12, 13 და 14 ასაკიდან შერიჩნენ, ნაწილი კი მოგვიანებით შემოუერთდა.

ფაქტია ამ პროექტმა გაამართლა და მივიღეთ მართლაც რომ ოქროს თაობა.

და მჯერა და მწამს რომ ეს თაობა ოქროს ასოებით შევა მსოფლიო ძიუდოში!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი