მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
543 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მეორე შეხვედრაც ბრწყინვალედ ჩაატარა.

“ბასკონიასა” და ბერძნული “ოლიმპიაკოსის”  დაპირისპირებაში ქართველი კალათბურთელმა 25:49 წუთი ითამაშა და 21 ქულა დააგროვა.

ამ მაჩვენებლით შენგელია ესპანური გუნდიდან საუკეთესო იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 21:20 წუთში 6 ქულა მოიპოვა.  “ბასკონიადან” ასევე  17 ქულით იტალიელი  ჯეისონ გრანგერი გამოირჩა.  ფრანგმა ვინსენტ პორიემ კი თავი 10 ქულას მოუყარა.

“ოლიმპიაკოსის”  გუნდს 24 ქულით სერბმა ნიკოლა მილუტინოვმა ულიდერა.  11-11 ქულები ელადურ კლუბს ამერიკელმა ნიგელ უილიამს-გოსმა, ფრანგმა ალექს ტუპანმა და ბერძენმა ვასილის სპანოულისმა მოუტანეს.

ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში “ბასკონიას” 1 მოგება და 1 წაგება გააჩნია.  ესპანური კლუბის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი მე-3 ტურის შეხვედრას ევროლიგის მოქმედ ჩემპიონთან მადრიდის “რეალთან” გასვლაზე ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი