მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: გოლების წვიმა საბერძნეთში – “ოლიმპიაკოსმა” და “ტოტენჰემმა” ქულები გაიყვეს

ჩემპიონთა ლიგა: გოლების წვიმა საბერძნეთში – “ოლიმპიაკოსმა” და “ტოტენჰემმა” ქულები გაიყვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

დღევანდელი დღის ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრებში ფრეები დაფიქსირდა.

განხსვავება ის იყო, რომ ბელგიაში “ბრიუგესა” და თურქული “გალათასარაის” მატჩი გატანილი გოლების გარეშე დამთავდა.

საბერძნეთში კი “ოლიმპიაკოსმა” და “ტოტენჰემმა”  თითო-თითო ქულა უხვგოლიან ბრძოლაში მოიპოვეს.  ორთაბრძოლა 2:2 დასრულდა.

A ჯგუფი
ჯგუფში, სადაც მადრიდის “რეალი” და “პსჟ” გამოდიან.  ბელგიაში “ბრიუგე” და თურქული “გალათასარაი” ერთმანეთს ფრეზე გაეყარნენ.

შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.  ორივე გუნდს პირველი ტურის შემდეგ აქტივში თითო-თითო ქულა ჩაიწერეს.
ბრიუგე, “ჟან ბრეიდელი”

“ბრიუგე” (ბელგია) 0:0 “გალათასარაი” (თურქეთი)

“ბრიუგე”: მიგნოლეტი, რიკა, დელი, მიტროვიჩი, მატა პედრო ლორენსო, ვალაკენი, რიცი (86′ ბალანტა), ვორმერი, დიატა, დენისი (74′ დიაგნე), ოკერეტე (60′ ოპენდა)
მთავარი მწვრთნელი: ფილიპე კლემენტი

“გალათასარაი”: მუსლერა, მარიანო (90′ ოზბაირაკლი), მარკანო, ლუინდამა ნეკადიო, ნაგატომო, ნზონზი, ფეგჰოული, სერი (90+3′ დონიკი), ლემინა (61′ მორი), ბაბელი, ფალკაო
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

B  ჯგუფი
საბერძნეთში “ოლიმპიაკოსისა” და “ტოტენჰემს” შორის გამართული მატჩი ერთობ თვალსასეირო გამოდგა. გუნდებმა შეხვედრის პირველ ტაიმში 3 გოლის გატანა მოახერხეს.

ანგარიში 26-ე წუთზე “მამლებმა” გახსნეს. “ოლიმპიაკოსის” ტუნისელმა მცველმა იასინ მერიამ საკუთარ საჯარიმოში ჰარი კეინი წააქცია.
11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად თავად დაზარალებულმა შეასრულა.

30-ე წუთზე “ტოტენჰემი” წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა. ლონდონელმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ლუკას მოურამ საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა.

ტაიიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. გოლი პორტუგალიელმა თავდამსხმელმა დანიელ პოდენსემ გაიტანა.

53-ე წუთზე მსაჯმა პენალტი ბერძნული გუნდის სასარგებლოდ დანიშნა.    ფრანგმა მატეუ ვალბუენასთან ორთაბრძოლაში თამაშის წესები ბელგიელმა მცველმა იან ვერტონგენმა დაარღვია.  ვალბუენამ თავისი წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გოლად აქცია.

ბოლო წუთებისკენ თამაშის ტემპი დაეცა.   წაგების ფასად გარისკვას არცერთი გუნდი არ ცდილობდა.

საბოლოოდ, ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა.  ამავე ჯგუფში “ბაიერნისა” და “ცრევენა ზვეზდას” შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

პირეოსი, “გეორგიუს კარაისკაკისი”

ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) 2:2 “ტოტენჰემი” (ინგლისი)
26′ კეინი პენ. (0-1), 30′ ლუკას მოურა (0-2),  44′ პოდენსე (1-2), 53′ ვალბუენა პენ. (2-2),

“ოლიმპიაკოსი”: ჟოსე სა, ციმიკასი, სემედო, მერია, ელაბდელაუი, ბუჩალაკისი, გილერმე, პოდენსე, ვალბუენა (69′ ბენზია), მასურასი (78′ რანდილოვიჩი), გერერო (89′ ელ არაბი)
მთავარი მწვრთნელი: პედრო მარტინსი

“ტოტენჰემი”: ლორისი, ალდელვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი, ნდომბელე (62′ სისოკო), ვინკსი, ლუკასი (76′ ლამელა), ალი (71′ ჰეუონგ-მინ სონი), ერიქსენი, კონე
მთავარი მწვრთნელი: მაურო პოჩეტინო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი