მთავარი მთავარი ტოჩინოშინი ოძეკის წოდების დაკარგვის ზღვარზე

ტოჩინოშინი ოძეკის წოდების დაკარგვის ზღვარზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
65 ნახვა

სუმოს სამშობლო იაპონიაში მიმდინარე აკი ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები ჩატარდა.

ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა მორიგი ორთაბრძოლა წააგო და პრესტიჟული  წოდების დაკარგვის ზღვარზე იმყოფება.

ლევან გორგაძე ამჯერად სეკივაკე მიტაკეუმისთან დამარცხდა.   იაპონელმა რიკიშიმ ქართველი მებრძოლი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ტოჩინოშინს სექტემბრის ბაშოზე 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნია.  მაკე-კოშიმდე ანუ უარყოფით ბალანსამდე ერთი წაგება აშორებს.

გორგაძე კადობანშია ჩამდგარი და ამ ბაშოზე ოძეკის პრესტიჟული წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილი 3 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

ხვალ,  ლევანის მეტოქე მე-5 მაეგაშირა იაპონელი რიუდენი იქნება.  რიუდენს მიმდინარე ბაშოზე თანაბარი ბალანსი გააჩნია.

აკი ბაშოს ერთპიროვნულად იაპონელი სეკივაკე ტაკაკეიშო ლიდერობს.  მან დღევანდელ  ბრძოლაში მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს ცუკიოტოშით მოუგო.

ტაკაკეიშოს 10 მეგობის წილ, 2 წაგება აქვს.

9 მოგებითა და 3 მარცხით იუშოსთვის ბრძოლას მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი,  მე-10 მაეგაშირა მეისეი,  მე-8 მაეაშირა ოკინოუმი და მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო აგრძელებენ.

8:4 ბალანსი კი მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამას,  მე-2 მაეგაშირა ასანოიამას და ოძეკი გოეიდოს გააჩნიათ.

ხვალ,  დღის ბოლოს ერთმანეთის პირისპირ სეკივაკე ტაკაკაეიშო და ოძეკი გოიედო წარსგებიან.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი