მთავარი მთავარი გაგამარუმ გაიმარჯვა და ჯურიოში დარჩენის შანსი შეინარჩუნა

გაგამარუმ გაიმარჯვა და ჯურიოში დარჩენის შანსი შეინარჩუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

დღეს, ჯურიოს დივიზიონში წარმატებას ქართველმა რიკიშიმ გაგამარუმ მიაღწია.

თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიოს მე-6 სუმიტორ მიტორიუს მოუგო.

ქართველმა გოლიათმა იაპონელი ვიზავი დოჰიოდან იორიკირით გადაგდა.

გაგამარუს მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე 5 მოგება და 8 მარცხი გააჩნია. მას ჯურიოს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთში გამარჯვებაც ეყოფა.

გაგამარუს ხვალინდელი მეტოქის ვინაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი