მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა გამარჯვება იზეიმა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს

ტოჩინოშინმა გამარჯვება იზეიმა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
61 ნახვა

დღეს, სუმოს სამშობლოს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ მე-5 მაეგაშირა რიუდენი დაამარცხა.

ქართველმა რიკიშიმ ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ლევანს, სექტემბრის ბაშოზე ამ დროისთვის 6 მოგება და 7 მარცხი გააჩნია. ოძეკის პრესტიჟული წოდების შესანარჩუნებლად კი დარჩენილ 2 შეხვედრაში 2 გამარჯვება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი ბაშოზე ბალანსის გათანაბრებას მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან შეეცდება.

აკი ბაშოზე საჩემპიონო მარათონი კულმინაციას აღწევს.

ბაშოს ლიდერმა სეკივაკე ტაკაკეიშომ ოძეკი გოიედოსთან უვატენაგეს ილეთით წააგო. შედეგად, ამჟამად ტაკაკეიშოს 10 მოგება და 3 მარცხი აქვს.
ასეთივე 10-3 ბალანსით
იუშოსთვის ბრძოლას სეკივაკე მიტაკეუმი, მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი და მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო აგრძელებენ.

9-4 ბალანსი კი ბაშოზე მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამა, მე-10 მაეგაშირა მეისეი, მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი და მე-2 მაეგაშირა ასანოიამა გააჩნიათ.

ხვალ, ტაკაკეიშო მე-5 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდება.

სეკივაკე მიტაკეუმი დოჰიოზე ოძეკი გოიედოს პირისპირ დადგება.

ოკინოუმი კომოსუბი ენდოს შეხვდება.

ცურუგიშოს მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა კოტოიუკი იქნება.

ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო: http://sport.adjara.com/items/2151946

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი