მთავარი მთავარი მასპინძელმა იაპონიამ მსოფლიოს თასი გამარჯვებით დაიწყო

მასპინძელმა იაპონიამ მსოფლიოს თასი გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
73 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშებამ აიღო.

მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა რუსეთის გუნდი 30:10 დაამარცხა. თან ისე, რომ აქტივში ბონუს-ქულა ჩაიწერა.

“რუსმა დათვებმა” ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს წინააღმდეგობა, მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს.

მეორე 40 წუთში კი “საკურებმა” იმძლავრეს და მატჩიც გამარჯვებამდე წყნარად მიიყვანეს.

წლევანდელ მსოფლიოს თასზე პირველი ლელო მე-4 წუთზე რუსმა კირილ გოლოსნიცკიმ დადო. მან იაპონელთა უკანახაზების ბავშვური შეცდომით იხეირა.
გარდასახვა ზუსტად იური კუშნარიევმა დაარტყა 0-7.

მე-11 წუთზე ლელოს გატანა აზიელებმაც მოახერხეს. ლელოს ავტორი კოტარუ მაცუშიმა გახდა. იაპონელთა გარემარბმა რუსების ჩათვლის მოედანში ტიმოტი ლაფაელეს შესანიშნავი პასის შემდეგ შეირბინა.
გარდასახვა მგეზავმა იუ ტამურამ ვერ გაიტანა 5-7.

მასპინძლებმა წინ გასვლა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს.
38-ე წუთზე კოტარუ მაცუშიმამ დუბლი შეასრულა. მეორე ცდაზე ტამურამ გარდასახვა გამოიყენა.
ტაიმი იაპონიამ 12-7 მოიგო.

მეორე ნახევრის სტარტზე იუ ტამურამ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 15-7 გახადა.

46-ე წუთზე იაპონელთა მესამეხაზელმა პეტერ ლაბუშანემ რუსებს რიგით მე-3 ლელო დაუდო.
გარდასახვა იო ტამურას ამჯერადაც გაუცუდდა 20-7.

მე-60 წუთზე იური კუშნარიოვმა სხვაობა ჯარიდან 3 ქულით შეამცირა.

63-ე წუთზე ტამურამ ჯარიმა გაიტანა და 13-ქულიანი სტატუსკვო აღადგინა.

68-ე წუთზე კოტარუ მაცუშიმამ ჰეთთრიკი გაიფორმა. მაცუდამ ამჯერად გარდასახვა აღარ გააცუდა.

საბოლოოდ, იაპონიამ 30:10 გაიმარჯვა და 5 ქულა მოიპოვა.
რუსებმა კი მსოფლიოს პირველობაზე პირველი მატჩი წააგეს.

იაპონია 30:10 რუსეთი

იაპონია: 15. უილიამ ტუპოუ, 14. კოტარუ მაცუშიმა, 13. ტიმოტი ლაფაელე, 12. რიოტო ნაკამურა, 11. ლომანო ლემეკი, 10. იუ ტამურა, 9. იუტაკა ნაგარე;

1. კეიტა ინაგაკი, 2. შოთა ჰორი, 3. ასაელი აი ვალუ, 4. ვიმპიე ვან დერ ვალტი, 5. ჯეიმს მური, 6. მაიკლ ლეიტჩი, 7. პეტერ ლაბუშანე, 8. კაზუკი ჰიმენო;

მარქაფა
23. რიოჰეი იამანაკა, 22. რიკია მაცუდა, 21. ფუმიაკი ტანაკა;
16. აცუში საკატე, 17. ისილელი ნაკაჯიმა, 18. ჟიმონ კოო, 19. ლუკ ტომპსონი, 20. ჰენდრი ტუი
4 ლელო: მაცუშიმა (3), ლაბუშანე
2 გარდასახვა: ტამურა (2)
2 ჯარიმა: ტამურა (2)

რუსეთი: 15. ვასილი არტემიევი, 14. გერმან დავიდოვი, 13. ვლადიმირ ოსტროუშკო, 12. დმიტრი გერასიმოვი, 11. კირილ გოლოსნიცკი, 10. იური კუშნარიევი, 9. ვასილი დოროფეევი;

1.ვალერი მოროზოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. კირილ გოტოვცევი, 4. ანდრეი ოსტრიკოვი, 5. ბოგდან ფედოტკო, 6. ვიტალი ჟივატოვი, 7. ტაგირ გაჯიევი, 8. ნიკიტა ვავილინი

მარქაფა
23. ვლადისლავ სოზონოვი, 22. რამილ გაისინი, 21. დმიტრი პეროვი;
16. ევგენი მატვეევი, 17. ანდეი პოლივანოვი, 18. აზამატ ბიტიევი, 19. ანდეი გარბუზოვი, 20. ანტონ სიჩევი
ლელო: გოლოსნიცკი
გარდასახვა: კუშნარიევი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი