მთავარი ჭიდაობათავისუფალი გასამების დროა

გასამების დროა

52 ნახვა

მესამედ შეეცდება გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან გადმოხედოს. ჩვენმა დევკაცმა შარშან ეს ბუდაპეშტში შეძლო, იმის წინ პარიზში, ახლა კი ნურ-სულთანში შეეცდება საქართველო ჰიმნი ააჟღეროს. მეტოქე კარგადნაცნობი და უპრინციპულესი ეყოლება – თურქი ტაჰა აკგული, ოლიმპიური, ორგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი.

გენოს გარდა მედლის მოპოვების შანსი ასევე აქვთ ირაკლი მწითურსა და ზურა იაკობიშვილსაც.აქედან მწითური პირდაპირ ბრინჯაოს ფინალშია დაშვებული, იაკობიშვილს კი ჯერ დამამშვიდებელში წრე აქვს დასაძლევი.

უხეირო სტარტის შემდეგ 3 მედლი შანსი ურიგო როდია.

საჩემპიონო კონკურენციაში ხვალ დარჩენილი სამეულიც ჩაებმება – ნიკა კენჭაძე, სანდრო ამინაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი