მთავარი მთავარი გოგა ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა

გოგა ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
473 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიის “B” დივიზიონში ქართველმა გოგა ჩხეიძემ იასპარეზა.

ჩხეიძემ აკრაში 170 კილოგრამი დაიმორჩილა და 23-წლამდელთა შორის თავისივე დამყარებული ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

მანამდე კი ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 133 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, შემდეგ კი 137 კილოგრამი დაიმორჩილა. ამ მოძრაობაში ჩხეიძემ მე-6 ადგილი დაიკავა.

აკვრაში გოგა ჩხეიძემ სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა.
ქართველმა 162, 166, 170 კილოგრამი დააფიქსირა.

ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 307 კილოგრამი დააგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

ხვალ, ტაილანდურ ფიცარნაგზე საქართველოს ერივნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის ვაჟი კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე გამოვლენ.

ორივე ქართველი ძალოსანი “B” დივიზიონში იასპარეზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი