იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ჯურიოს დივიზიონში ბოლოსწინა, მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.
ქართველმა გოლიათმა გაგამარუმ ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და ჯურიოს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
თეიმურაზ ჯუღელმა მაკუშიტა დივიზიონის რიკიში იაპონელი კოტოტებაკარი დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
გაგამარუს 8 მარცხის შემდეგ აკი ბაშოზე მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი უკვე დაფიქსირებული აქვს, თუმცა მე-6 გამარჯვების მოპოვებით რანგით დაბალ მაკუშიტა დივიზიონში დაქვეითებს აღარ ემუქრება.
ხვალ, თეიმურაზ ჯუღელი წლევანდელ აკი ბაშოზე ბოლო ორთაბრძოლას ჩაატარებს და სუპერტურნირის მინიმალური მაკე-კოშით დასრულებას შეეცდება.
ესეც გაგამარუს გამარჯვების ამსახველი ვიდეო: http://sport.adjara.com/items/2152012