მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

სუმოს სამშობლო იაპონიაში მიმდინარე აკი ბაშოზე მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

სამწუხაროდ, ბოლოსწინა დაპირისპირებაში ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მარცხი იწვნია და ოძეკის პრესტიჟული წოდება დაკარგა.

ლევან გორგაძემ  მე-6 მაეგაშირა იაპონელ მიოგირიუსთან დამარცხდა.   ცხარე ბრძოლაში ქართველმა დოჰიოს კიდეზე დაადგა ფეხი და იორიკირით წააგო.

ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა.  ჩვენებურს 6 მოგება და 8 წაგება გააჩნია.

მომავალ ბაშოზე  ლევან გორგაძე სეკივაკეს წოდებით გამოვა.

აკი ბაშოზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა.   11 მოგებითა და 3  მარცხით ბაშოს სეკივაკეები ტაკაკეიშო და მიტაკეუმი, ასევე მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი  ლიდერობენ.

10 მოგებითა და 4 წაგებით იუშოს შანსს მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო და   მე-2 მაეგაშირა ასანოიამა ინარჩუნებენ.

აკი ბაშოს ბოლო დღის შეხვედრების განრიგი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი