მთავარი მთავარი მსოფლიოს თასზე დრამატულ ბრძოლაში საფრანგეთმა არგენტინას სძლია

მსოფლიოს თასზე დრამატულ ბრძოლაში საფრანგეთმა არგენტინას სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე C ჯგუფში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დედაქალაქ ტოკიოში გამართული ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.  მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა.  პირველ ნახევარში ევროპელებმა გაილაღეს და მეტოქეს 20:3 მოუგეს.  მეორე ნახევარში კი არგენტინელებიც გამოფხიზლდნენ და თვალსასეირო ბურთაობა გააჩაღეს.

საბოლოოდ, კი ევროპელებმა მინიმალური სხვაობით 23-21 მოიგეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა.   არგენტინის ნაკრები გუნდის მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა დააწინაურა. მან ჯარიმა გაიტანა 0-3.

მე-17 წუთზე მატჩის პირველი ლელო “მამლებმა” გაიტანეს.   “პუმების”  ჩათვლის მოედანში ბურთი ფრანგების ღერძმა გაელ ფიკოუმ დაამიწა.  გარდასახვა რომან ნტამაკმა გამოიყენა 7-3.

21-ე წუთზე ფრანგებმა მე-2 ლელოს დადება მოახერხეს.   ლელოს ავტორი გუნდის ჰავბეკი ანტუან დუპონი გახდა. რომან ნტამაკმა გარდასახვისას მიზანს უწია 14-3.

29-ე და მე-40 წუთებზე საფრანგეთის ნაკრების მგეზავმა რომან ნტამაკმა ორი ჯარიმა გაიტანა და ფრანგებმა ტაიმი 20:3 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს.  ანგარიში 41-ე წუთზე გუედო პეტი პაგადისაბალმა შეამცირა.  ნიკოლას სანჩესმა გარდასახვა იდეალურად შეასრულა  20:10.

53-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელთა გუნდის სათადარიგო კვაჭმა ხულიან მონტოიამ ფრანგების ჩათვლის მოედანში შეირბინა და ფრანგებს მეორე ლელო დაუდო.   გარდასახვა ამჯერად ნიკოლას სანჩესმა გააცუდა 20:15.

მე-60 და 68-ე წუთებზე “პუმებმა” ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს.  ორივე ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელებს შორის ზუსტად შეცვლაზე შემოსულმა ბენჯამინ ურდაპილეტამ გაიტანა.  არგენტის ნაკრები წინ ერთი ქულით 22:21 გავიდა.

მატჩის ბედი 69-ე წუთზე გადაწყდა.   საფრანგეთის ნაკრების სათადარიგო მგეზავმა კამილ ლოპესმა არეკნი გაიტანა.  ლოპესის არეკნი მიმდინარე მსოფლიოს თასზე პირველი აღმმოჩნდა.

საბოლოოდ, ფრანგებმა 23:21 მოიგეს და აქტივში 4 ქულა ჩაიწერეს.  არგენტინამ კი 7-ზე ნაკლები ქულით წაგების გამო 1 ბონუს-ქულა გამოიმუშავა.

საფრანგეთი 23:21 არგენტინა

საფრანგეთი:  2 ლელო – ფიკოუ, დუპონი
2 გარდასახვა: ნტამაკი (2)
2 ჯარიმა: ნტამაკი (2)
არეკნი: კამილ ლოპესი

არგენტინა: 2 ლელო – პაგადისაბალი, მონტოია
გარდასახვა: ნ. სანჩესი
3 ჯარიმა: ნ. სანჩესი, ურდაპილეტა (2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი