მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასის პირველი მატჩისთვის “ბორჯღალოსნები” უელსის წინააღმდეგ დაირაზმნენ

მსოფლიოს თასის პირველი მატჩისთვის “ბორჯღალოსნები” უელსის წინააღმდეგ დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

,,ბორჯღალოსნების”  სამწვრთნელო შტაბმა  მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ გუნდს 2-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული მორაგბე მამუკა გორგოძე დაუბრუნდა.   35 წლის ვეტერანი ეროვნული ნაკრების კვართს 72-ჯერ მოირგებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტურიონი და ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი კეპის მომხვეჭი დავით კაჭარავა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.  “კაჭი” უელსის წინააღმდეგ  “ბორჯღალოსანთა”  რიგებში 117-ე შეხვედრას ჩაატარებს.

წლევანდელი მსოფლიოს თასი  დავით კაჭარავასა და მამუკა გორგოძისთვის მე-4 პლანეტის პირველობა იქნება.

ერთგვარი საიუბილეო 50-ე  მატჩის გამართვა საქართველოს ნაკრების ბურჯს ლევან ჩილაჩავას მოუწევს.  ჩილაჩავა თამაშში მარქაფიდან ჩაეთვება.  “ბორჯღალოსანთა” კვართით თავის მე-60 ორთაბრძოლაში მონაწილეობას   ყველაზე ასაკოვანი ქართველი მორაგბე 35 წლის შალვა სუთიაშვილი მიიღებს, რომელიც მსოფლიო თასზე მესამედ თამაშობს და შეცვლაზე მეორე ხაზში შევა.

მრგვალი თარიღია ბექა გორგაძისთვისაც.  იგი ეროვნული გუნდს მაისურს მეოცედ მოირგებს.   ნაკრებში მგეზავის პოზიციაზე მე-10 შეხვედრას თედო აბჟანდაძე გამართავს.

“ბორჯღალოსნებს”  ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.

მილტონ ჰეიგის რჩეული რაზმი უელსის წინააღმდეგ ასეთია:

15. სოსო მათიაშვილი,  14.  მირიან მოდებაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

1.მიხეილ ნარიაშვილი (კაპ), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა
23. ლაშა ხმალაძე, 22. გელა აფრასიძე;
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21.
ოთარ გიორგაძე

საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 23 სექტემბერს, იაპონიის ქალაქ ტოიოტაში გაიმართება.  ორთაბრძოლა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პრდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” შემოგვთავაზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი