მთავარი მთავარი გაგამარუს წარუმატებელი აკი ბაშოს წარუმატებელი დასასრული

გაგამარუს წარუმატებელი აკი ბაშოს წარუმატებელი დასასრული

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

სუმოს სამშობლოში სუპერტურნირი აკი ბაშო ჯურიოს დივიზიონში დასრულდა.

სექტემბრის ბაშოს დასკვნით ორთაბრძოლაში ქართველი გოლიათი გაგამარუ დამარცხდა.

თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიოს პირველ რიკიშის იაპონელ დაიამამისთან წააგო.   ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა ქართველი დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

გაგამარუმ ბაშო 6 მოგებითა და 9 წაგებით დაასრულა.  ჯუღელმა ჯურიოს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

იმედია,  ქართველი რიკიში მომავალ ბაშოზე უკეთ მომზადებული გამოვა და წოდების გაომჯობესებისთვის იბრძოლებს.

ჯურიოს დივიზიონში იუშო იაპონელმა იკიოიმ მოიპოვა.  იკიოი აკი ბაშოზე  ჯურიოს მე-12 რიკიშის სტატუსით გამოდიოდა.  მან  12 მოგება და 3 მარცხი დააფიქსირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი