მთავარი მთავარი სეკივაკე მიტაკეუმი აკი ბაშოს ჩემპიონია! – იაპონელმა იმპერატორის თასი სენშირაკუს შემდეგ აღმართა

სეკივაკე მიტაკეუმი აკი ბაშოს ჩემპიონია! – იაპონელმა იმპერატორის თასი სენშირაკუს შემდეგ აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

სუმოს სამშობლოს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშო სეკივაკე მიტაკეუმის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

მიტაკეუმიმ იმპერატორის თასი სეკივაკე ტაკაკიშოსთან სენშირაკუს ანუ დამატებითი სუპერფინალური ბრძოლის შემდეგ მოიპოვა.

ძირითადი 15 დღის ორთაბრძოლებმა  იუშოს ბედი ვერ გადაწყვიტა.  სეკივაკეებმა მიტაკეუმიმ და ტაკაკეიშომ სექტემბრის ბაშოზე ერთნაირად 12 მოგება და 3 წაგება მიითვალეს.

დღეს,  მიტაკეუმიმ კომოსუბი ენდო იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა.   ტაკაკაეიშომ კი ჩემპიონობისთვის მებრძოლი კიდევ ერთი რიკიში იაპონელი მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი ოშიდაშით დაამარცხა.

გადამაწყვეტ ორთაბრძოლაში კი მიტაკეუმიმ ტაკაკეიშოს იორიკირით მოუგო და კარიერაში იმპერატორის თასი მეორედ აღმართა.

ოძეკების შერკინებაში ქართველმა აწ უკვე ექს-ოძეკიმ ტოჩინოშინმა გოიედოსთან იორიკირით წააგო.

სეკივაკე მიტაკეუმი იაპონიის ქალაქ ნაგანოში 1992 წლის 25 დეკემბერს, დაიბადა.  მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჰისაში ომიჩი გახლავთ.

დიდი ალბათობით მიტაკეუმი მომავალ ბაშოზე ოძეკის წოდებით გამოვა.

 

 

სენშირაკუ

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი