მთავარი ვიდეო VIDEO: შოთა არველაძის “ფახთაქორმა” უზბეკეთის ჩემპიონობა იზაეიმა

VIDEO: შოთა არველაძის “ფახთაქორმა” უზბეკეთის ჩემპიონობა იზაეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
85 ნახვა

უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული 6 ტურით ადრე შოთა არველაძის ტაშკენტის “ფახთაქორმა” მოიპოვა.

დედაქალაქელებმა მე-20 ტურის მატჩში გასვლაზე ბეკობოდის “მეტალურგი” 2:1 დაამარცხეს.

არველაძის შეგირდები შეხვედრის 26-ე წუთზე დოსტომბეკ ხამდანოვის გოლით დაწინაურდნენ.

77-ე წუთზე ზოჰიდ აბდილაევმა წონასწორობა აღადგინა.   78-ე წუთზე კი ხამდანოვმა დუბლი შეასრულა და სტიმართა გუნდს 3 ქულა მოუტანა.

“ფახთაქორს” განვილი 20 ტურის შემდეგ 18 მოგება 2 ფრე გააჩნია.   მათ 61 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 12 მიღებული.  მეორე ადგილზე მყოფი ტაშკენტის “ლოკომოტივი” არველაძის გუნდს 19 ქულით ჩამორჩება.

ტაშკენტის “ფახთაქორი” უზბეკეთის ჩემპიონი ისტორიაში მეთორმეტედ გახდა.  ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ბოლოს ჩემპიონობა 2015 წელს ჰქონდა მოპოვებული.

შეხვედრის შემდეგ “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ, მისი ტყუპის ცალმა აჩი არველაძემ, გოჩა ტყებუჩავამ, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და საქართველოს ელჩებმა უზბეკეთის ჩემპიონობა სიმღერით ასე აღნიშნეს:

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი