მთავარი მთავარი ლევან გორგაძე: ,,მგონია, რომ ღმერთი მეორე შანსს მომცემს”

ლევან გორგაძე: ,,მგონია, რომ ღმერთი მეორე შანსს მომცემს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
48 ნახვა

ქართველმა ექს-ოძეკიმ ტოჩინოშინმა აკი ბაშოს დასრულების შემდეგ განვილილი სუპერტურნირის შესახებ  კომენტარი გააკეთა.

ლევან გორგაძე აცხადებს, რომ ბევრი იშრომა მაგრამ საბოლოოდ ცუდი შედეგი მიიღო.

ქართველი რიკიში იმედოვნებს, რომ ღმერთი მეორე შანსს მისცემს და ოძეკის პრესტიჟულ წოდებას დაიბრუნებს.

ლევან გორგაძე:  ,,ძალიან ვწუხვარ. სამწუხაროა, რადგან ბევრი ვიშრომე, მაგრამ საბოლოოდ, ასეთი შედეგი მივიღე. მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო, მარტივად ვერ ვმოძრაობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოძეკის წოდება დავიბრუნო. მგონია, რომ ღმერთი მეორე შანსს მომცემს”, – აცხადებს ტოჩინოშინი.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აწ დასრულებულ ბაშოზე ტოჩინოშინმა 6 მოგება და 9 წაგება დააფიქსირა.  გორგაძემ მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა და ოძეკის პრესტიჟული წოდება დაკარგა.

წყარო:  სუმოს ქომაგები

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი