მთავარი მთავარი ღვინიაშვილისა და რეხვიაშვილის “აბენსბერგმა” ლიპარტელიანის “ესლინგენს” სძლია

ღვინიაშვილისა და რეხვიაშვილის “აბენსბერგმა” ლიპარტელიანის “ესლინგენს” სძლია

107 ნახვა

გერმანიას მივაშუროთ, სადაც ფირნიშის სწორზე გადის ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატი. ბექა ღვინიაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის “აბენსბერგმა” უპრინციპულესი მეტოქე, ვარლამ ლიპარტელიანის “ესლინგენი” 9:5 დაამარცხა და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალში ადგილის დასაბევებლად.

ბავარიელმა რეკორდსმენებმა მეტოქეს 9:5 აჯობეს.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი დაიდეს ქართველმა ფალავნებმა. ბუნდესლიგაში ყველა წონაში ორ-ორი პაექრობა იმართება და ზებედამაც ორთავეში იმარჯვა – სოშინ კაცუმი პირველ ჯერ შიდოებით დაჯაბნა, მეორედ – გდებით.

ასევე იპირველა პირველ წრეში მაქსიმილიან შუბერტთან ბექა ღვინიაშვილმა და მეტოქეს ვაზარით მოუგო, მაგრამ მერე ახლად გამსოფლიოჩემპიონებულ ნოელ ვან ტ ენდთან დამარცხდა ასევე ვაზარით. სამწუხარო ფაქტია მაგრამ ჩვენებურისთვის ჰოლანდიელი  კვლავაც გადაულახავ ბარიერად რჩება და ეს მარცხიც რიგით მეექვსე გახლდათ.

თავისი პირადი შეხვედრები მოიგო ვარლამ ლიპარტელიანმა – მარკუს ტუშერთან და მარკ ოდენტალთან ვადამდე მოიპოვა წმინდა გამარჯვება.

მომდევნო შეხვედრას “აბენსბერგიც” და “ესლინგენიც” მომდევნო თვის 5 რიცხვში გამართავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი