მთავარი მთავარი მსოფლიოს თასზე ბექა გორგაძემ და ჯოშ ნავიდმა მაისურები გაცვალეს

მსოფლიოს თასზე ბექა გორგაძემ და ჯოშ ნავიდმა მაისურები გაცვალეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

მსოფლიოს თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მორაგბემ ბექა გორგაძემ და უელსელმა ჯოშ ნავიდმა მაისურები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს რაგბის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი ,,.rugbyworldcup.com” ავრცელებს.

მაისურების გაცვლა მედია ზონაში გორგაძის ინიციატივით მოხდა.  “ბორჯღალოსანთა”  8 ნომერი მოწინააღმდეგე ნაკრების 8 ნომერს, რომელიც ჟურნალისტებს განვლილი მატჩის შესახებ ინტერვიუს აძლევდა  მოთმინებით ელოდა.

სურათის ავტორი საიტზე წერს, რომ აღნიშნული ფოტო არის დასტური იმისა, რომ  საკუთარი გმირები მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებსაც ჰყავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი