მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები VIDEO: ოთარ გიორგაძე: ,,მთელს საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ძალიან გამიხარდა”

VIDEO: ოთარ გიორგაძე: ,,მთელს საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ძალიან გამიხარდა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე  ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარები ქართველმა მორაგბეებმა ლაშა ლომიძემ, ვანო კარკაძემ, ბექა საღინაძემ და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ოთარ გიორგაძემ გააკეთეს.

ლაშა ლომიძე აცხადებს, რომ დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც ფიჯისთან მატჩში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

ვანო კარკაძე ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე მისთვის სადებიუტო თამაში იყო და ძალიან ღელავდა, მაგრამ ეს დაძაბულობა სხვა “ბორჯღალოსნებთან” ერთად დასძლია.

ბექა საღინაძე მეტოქე გუნდის მორაგბეებს ბრძოლისთვის მადლობა უხდის.  საღინაძის განცხადებით, ქართველებმა ფიჯი – ურუგვაის მატჩი კარგად გაანალიზეს და ურუგველებს სწორედ იმ წერტილში მიუტანეს დარტყმა, სადაც თავს სუსტად გრძნობდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ გიორგაძე მთელს საქართველოს გამარჯვებას ულოცავს და გახარებულია იმ ფაქტი, რომ “მსოფლიოს რაგბიმ” შეხვედრაში გამოარჩია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი