მთავარი მთავარი VIDEO: მილტონ ჰეიგი: ,,ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ჩვენი განსხვავებული ენა და კულტურა გაგვაჩნია”

VIDEO: მილტონ ჰეიგი: ,,ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ჩვენი განსხვავებული ენა და კულტურა გაგვაჩნია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
1138 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა  ურუგვაის 33:7 სძლია.  შეხვედრის შემდეგ გამაღტულ  პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩის შესახებ “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ისაუბრეს.

მატჩის დასრულებისას უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.  საქართველოს გამარჯვების აღსანიშნავად სტადიონზე რატომღაც რუსული სიმღერა გაისმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე პირველმა ჯაბა ბრეგვაძემ ისაუბრა და მსოფლიოს თასის ორგანიზატორებს სთხოვა, რომ ასეთი შეცდომა მეორედ აღარ დაუშვან.

მილტონ ჰეიგმა კი განაცხადა, რომ საქართველო რუსეთი არ არის და რუსეთი არ არის საქართველო.  მან ტურნირის ორგანოზატორებს მიმართ  მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ჩვენი განსხვავებული ენა და კულტურა გვაქვს.

იხილეთ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

1 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი