მთავარი მთავარი მსოფლიოს თასზე შოტლანდიამ სამოა გაანადგურა

მსოფლიოს თასზე შოტლანდიამ სამოა გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
51 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბრიტანელებმა სამოას ნაკრები 34:0 გაანადგურეს.

ქალაქ კობეში გამართულ მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა.
შოტლანდიელთა ჰავბეკმა გრეიგ ლეუდლოუმ ჯარიმა გაიტანა 3-0.

29-ე წუთზე ბრიტანელებმა პირველი ლელო დადეს. მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი გარემარბმა შონ მეიტლენდმა დაამიწა.
გარდასახვა გრეიგ ლეუდლოუმ ზუსტად დაარტყა 10-0.

33-ე წუთზე თავად გრეიგ ლეუდლოუმ იხეირა. “სკოტების” ლიდერმა ჯერ ლელო გაიტანა, შემდეგ კი გარდასახვაც იდეალურად შეასრულა 17:0.

37-ე წუთზე ბრიტანელთა ფულბეკმა სტუარდ ჰოგმა არეკნი გაიტანა და შოტლანდიის ნაკრებმა ტაიმი 20:0 მოიგო.

მეორე ტაიმიც, პირველის მსგავსად შოტლანდიელთა უპირატესობით წარიმართა.
“ნარშავებმა” კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულაც ირგუნეს.

ლელოები 56-ე და 74-ე წუთებზე გავიდა.

ორივე შემთხვევაში სამოას ნაკრები საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

საბოლოოდ, შოტლანდიამ ამ მატჩის შემდეგ აქტივში 5 ქულა ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადავიდა.

სამოა კი კონკურენტთან წაგების გამო 5 ქულით მე-4 ადგილზეა.

1. იაპონია 2 2 0 0 49:22 9
2. ირლანდია 2 1 0 1 39:22 6
3. შოტლანდია 2 1 0 1 37:27 5
4. სამოა 2 1 0 1 34:43 5
5. რუსეთი 2 0 0 2 19:64 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი