მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები “მსოფლიო რაგბიმ” საქართველოს ბოდიში მოუხადა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს.

ბოდიშის მოხდის მიზეზი საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების მატჩის დროს დაფიქსირებული არასასიამოვნო ინციდენტი გახდა.

“ბორჯღალოსნების”  ყოველი ლელოების დადებისას  სტადიონზე ვალერი მელაძის რუსული სიმღერის ფრაგმენტი ჟღერდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ გააკეთა.   ეროვნული გუნდის ბურჯმა მატჩის ორგანიზატორებს თხოვ, რომ ასეთი შეცდომა მომავალში არასოდეს დაეშვათ.

“ბორჯღალოსანთა” თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი ყველას მკაფიოდ აუხსნა, რომ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებს თავისი განსაკუთრებული კულტურა და ენა გააჩნიათ.

იხილეთ,  საქართველო ურუგვაის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია: https://sporter.ge/14947/

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი