მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები დავით კაჭარავა: ,,განვიხილეთ ფიჯის თამაში და ვიცით მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ”

დავით კაჭარავა: ,,განვიხილეთ ფიჯის თამაში და ვიცით მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

,,ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს.

განვლილ ორ შეხვედრას თუ გადავხედავთ, ამჯერად მილტონ ჰეიგმა არჩევანი უმეტესად გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა.

მილტონ ჰეიგი:  „მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილები არიან. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფქირობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ. შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება, ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელიც მარქაფაში არიან და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ.

ამ თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მივიღებთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი სენსაცია არ მოხდება. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი“.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ფიჯის თამაში კარგად შეისწავლა.

მილტონ ჰეიგი: „სიტუაციის გასაანალიზებლად მათ დიდი დრო ჰქონდათ. ფიჯის შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა. ამ გუნდს მთელი მსოფლიო იცნობს, ყველამ იცის როგორ თამაშს თამაშობს და მათგან სიურპრიზებს არ ველოდებით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ფიჯის მესამედ შევხვდებით. ვფიქრობთ, საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოგვივა“. -აცხადებს “ბორჯღალოსანთა” თავკაცი ფიჯისთან შრკინების შესახებ.

ფიჯისთან ,,ბორჯღალოსნებს”  კაპიტანი  მერაბ შარიქაძე გაიყვანს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ურუგვაის წინააღმდეგ შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა

მერაბარიქაძე:  „სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ გუნდს სარგებელს მოვუტან და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები.

მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას დავით კაჭარავა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი თამაში კარგად შეისწავლეს და ეს წარმატების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს:

დავით კაჭარავა:  „ამ მსოფლიო თასზე ფიჯი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია. ჩვენ განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიცით მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ. ფიჯი დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებ, შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება“.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ოსაკაში 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი