მთავარი მთავარი მსოფლიოს თასზე “ოლ ბლექსმა” 63 ქულით გაიმარჯვა

მსოფლიოს თასზე “ოლ ბლექსმა” 63 ქულით გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე ნომერ პირველმა ფავორიტმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა მე-2 შეხვედრა მოიგო.

B ჯგუფის მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა კანადა 63-0 გაანადგურა.

“ოლ ბლექსის” მორაგბეებმა “ნეკერჩხლის ფოთლებს” პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და ბონუს-ქულა მოიპოვეს.
მეორე ნახევარში კი ზელანდიელებმა კიდევ 5 ლელო გაიტანეს.

“შავებმა” თავდაპირველად საჯარიმო ლელო მიითვალეს.
მე-9 წუთიდან მოყოლებული კი ტრადიციული ლამაზი ბურთაობა გააჩაღეს.

პირველ 40 წუთში ლელოები ჯორდი ბარეტმა, სონი ბილი უილიამსმა და ბოდენ ბარეტმა დადეს.
გარდასახვისას ყველა შემთხვევაში რიჩი მო’უნგა ზუსტი იყო.

მეორე ტაიმში თავი რიეკო იოანემ, სკოტ ბარეტმა და შანონ ფრიზელმა გამოიჩინეს. მატჩში დუბლი ბრედ ვებერმა შეასრულა.
რიჩი მო’უნგამ 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. მაორების მგეზავმა ყველა გარდასახვა გამოიყენა.

ახალმა ზელანდიამ ამ გამარჯვების შემდეგ 5 ქულა მიითვალა და ჯამში 9 ქულა გაუხდა.
“ოლ ბლექსი” სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
კანადა კი უქულოდ ბოლო პოზიციას იკავებს. თან ბურთების შეფარდების კატასტროფული მაჩვენებელი გააჩნია.

ახალი ზელანდია 63:0 კანადა

ახალი ზელანდია: 9 ლელო – საჯარიმო ლელო, ჯორდი ბარეტი, სონი ბილი უილიამსი, ბოდენ ბარეტი, რიეკო იოანე, სკოტ ბარეტი, შანონ ფრიზელი, ბრედ ვებერი (2)
8 გარდასახვა: რიჩი მო’უნგა (8)

1. იტალია 2 2 0 0 95:29 10
2. ახალი ზელანდია 2 2 0 0 86-13 9
3. სამხრეთ აფრიკა 2 1 0 1 70:26 5
4. ნამიბია 2 0 0 2 25-104 0
5. კანადა 2 0 0 2 7:111 0.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი