მთავარი საქართველოეროვნული ლიგა დრამატულ თბილისურ დერბიში “დინამომ” “საბურთალო” დაამარცხა – ეროვნულ ლიგას 2 ლიდერი ჰყავს

დრამატულ თბილისურ დერბიში “დინამომ” “საბურთალო” დაამარცხა – ეროვნულ ლიგას 2 ლიდერი ჰყავს

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ “კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში”  23-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა.

თბილისში, “დინამო არენაზე”  ერთმანეთს თბილისური გუნდები “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ.

ბათუმის “დინამოსთან” ერთად ჩემპიონობის ორი მაძიებლის ორთაბრძოლა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.  მატჩი “დინამოს” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

“საბურთალომ” ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. “დინამოელთა” საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა.  გაბედავას დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და ალთუნაშვილს მიუვიდა, რომლის უძლიერესი გასროლის შემდეგ პერალესი კარი ძელმა გადაარჩინა, თუმცა ბურთთან გიორგი კოხრეიძე გაჩნდა და მეტოქის კარი აიღო.

67-ე წუთზე “საბურთალო” კაცნაკლული დარჩა.  შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ნიკა სანდოხაძე გააძევა. მან მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

რიცხობრივი უპირატესობა “დინამოს” ფეხბურთელებმა სწრაფადვე გამოიყენეს.  ჯარიმიდან 69-ე წუთზე ნიკა ნინუამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

75-ე წუთზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დაწინაურდა.   ნიკა ნინუამ დუბლი შეასრულა და “დინამო” წინ პენალტით გაიყვანა.

11-მეტრიანი გაგი მარგველაშვილის მიერ საკუთარ საჯარიმოში გიორგი ზარიას წაქცევას მოჰყვა.

მატჩის ბოლო წუთებში სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და ანგარიშის შეცვლა სცადეს, თუმცა

საბოლოოდ,  “დინამომ” მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და ბათუმის “დინამოსთან” ერთად საქართველოს ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა დაამაყარა.

29 ჩატარებული მატჩის შემდეგ თბილისისა და ბათუმის “დინამოებს” 61-61 ქულა გააჩნიათ. “საბურთალო” კი 54 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

თბილისი, “დინამო არენა”

“დინამო” (თბილისი) 2:1  “საბურთალო” (თბილისი)
42′ კოხრეიძე (0-1), 69′ 75′ პენ. ნინუა (1-1, 2-1)

“დინამო”: პერალესი, იაშვილი,  მონხილი, კობოური, კაპლიენკო, ქიმაძე,  პაპავა, დაფე (87′ შულაია),  შიშკა (50′ ზარია), ნინუა, კარიკარი (90+1′ მჭედლიძე)

საბურთალო”:  კუპატაძე,  მალი, მარგველაშვიილი, სანდოხაძე,  რეხვიაშვილი, ტაბატაძე (58′ ლაკვეხელიანი), ტერა (77′ რულოვიჩი),  დიასამიძე,  ალთუნაშვილი,  კოხრეიძე (66′ ჩიბრაძე), გაბედავა

არბიტრი – გ. ყრუაშვილი

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი